დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 129 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/03/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.10.003.025678 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს №416 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/08/2022, 430060000.10.003.023629) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაწესებულება ვალდებულია, პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განათავსოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული იმ სუბიექტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელების პროცესში.“. 3. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დაწესებულება და ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სუბიექტები პროგრამის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებით განხორციელებასა და პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას უზრუნველყოფენ ერთმანეთთან თანამშრომლობით.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებთან პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლასა და, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციების გავლას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან (შემდგომში − სამინისტრო) ან/და სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (შემდგომში − ცენტრი);“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) პროგრამებზე აპლიკანტების ჩარიცხვის პროცედურების ორგანიზების მიზნით, დუალური სწავლების შემთხვევაში, სასწავლო საწარმოსთან თანამშრომლობასა და აპლიკანტებთან კომუნიკაციას;“; გ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) დაწესებულებებს უზიარებენ პროგრამის განხორციელების პროცესში მიღებულ გამოცდილებას, ასევე აწვდიან ინფორმაციას გამოვლენილი ხარვეზებისა და პრობლემების შესახებ;“. 4. მე-8 მუხლის: ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დაწესებულება ვალდებულია, სასწავლო საწარმოს მიერ სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების სტანდარტებისა და პროგრამის განხორციელების წესების, პროფესიული სტუდენტების უფლებების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ასევე სასწავლო საწარმოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის/ნებართვის ან/და სხვა სპეციალური რეგულირებით გათვალისწინებული უფლებამოსილების გარეშე საქმიანობის განხორციელების ან საწარმოს მიმართ გაკოტრების/ლიკვიდაციის საქმისწარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, აცნობოს ცენტრს.“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ხელშეკრულება ავტორიზაციის, პროგრამის დამატების ან განხორციელების უფლების მოპოვების, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის გაზრდისა და პროგრამის განხორციელების ადგილის ცვლილების მიზნებისთვის წარედგინება ცენტრს.“. 5. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულება შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებაში ახალი სასწავლო საწარმოს ჩართვას. პროფესიულ სტუდენტს სტატუსი შეუჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება შესაბამისი გარემოების დადგომიდან 1 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის განახლებას.“. 6. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მაკოორდინირებელი ორგანოები 1. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესის კოორდინაცია ხორციელდება სამინისტროსა და ცენტრის მიერ. 2. ცენტრის ფუნქციებია: ა) შესაბამის დარგში შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარების იდენტიფიცირება/პროგნოზირება და პროფესიის სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავება; ბ) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის: ბ.ა) სასწავლო საწარმოებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღება; ბ.ბ) სასწავლო საწარმოსა და პროფესიულ სტუდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი; გ) შუალედური შეფასებისას და საკვალიფიკაციო გამოცდების პროცესში დაწესებულებებისა და სასწავლო საწარმოების კონსულტირება; დ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. სამინისტროს ფუნქციებია: სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, მათ შორის: ა) სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებული საინფორმაციო/საკონსულტაციო მომსახურების დანერგვა და, ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვა ღონისძიებების განხორციელება; ბ) დაწესებულებებსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მხარდაჭერა, მათ შორის, სასწავლო საწარმოების კონსულტირება და სასწავლო საწარმოებსა და დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის კოორდინაცია; გ) სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და შესაბამისი დარგის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებების განხორციელება; დ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 7. თავი III ამოღებულ იქნეს. 8. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები