დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1481-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320050.05.001.103026 |
|
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) მე-13 მუხლის:
ა) 185 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „185. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული შეთავსებითი საქმიანობების გარდა, შეთავსებით განახორციელოს ანაზღაურებადი საქმიანობა სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსა და სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში, თუ იგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საქმიანობას აღნიშნულ სფეროებში ახორციელებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირი ამ პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას განახორციელებს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“; ბ) 186 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 187 პუნქტი: „187. სამედიცინო ან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსა და სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლება არ აქვთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელის მოადგილეს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელის მოადგილეს. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი, სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელის მოადგილეს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს უფლება აქვთ, ანაზღაურებადი საქმიანობა განახორციელონ სამედიცინო სფეროში არამენეჯერულ თანამდებობაზე. სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელის მოადგილე ამ პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას განახორციელებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი − დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 1 აპრილი 2026 წ. N1481-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები