„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016720
15
01/04/2026
ვებგვერდი, 02/04/2026
010250020.35.162.016720
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ახმეტის მუნიციპალიტეტი
 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №15

2026 წლის 1 აპრილი

ქ. ახმეტა

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.03.2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016562) შეტანილ  იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „კ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეებს და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, აგრეთვე საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებს;“.

ბ) „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს (სამუშაო აღწერილობებს), საქართველოს მთავრობის ადინისტრაციასთან შეთანხმებით ადგენს საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თითოეული თანამდებობის სპეციფიკისა და ამ თანამდებობისათვის დადგენილი სამუშაო აღწერილობის შინაარსის გათვალისწინებით;

ო) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატისა და საკრებულოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“.

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

2. 79-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკრებულოში წარდგენილ ნორმატიული აქტის პროექტს უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აღინიშნება:

ა) ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) მიზეზი, დამახასიათებელი ძირითადი ნიშნები და მოსალოდნელი შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება;

ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;

გ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენის შეფასება;

დ) მითითება საკრებულოს იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ან რომელშიც უნდა შევიდეს ცვლილება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) პროექტის მიღების სავარაუდო ვადა;

ვ) პროექტის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი.“.

3. 111-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს კომისიები თავიანთი უფლებამოსილების შესაბამისად აკონტროლებენ მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, პერიოდულად გამოითხოვენ ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ და სათანადო დასკვნას წარუდგენენ საკრებულოს.

2. საკრებულო პერიოდულად ისმენს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისა და იურიდიული პირების ანგარიშებს, გასცემს დასკვნებს, წინადადებებს და რეკომენდაციებს, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში აყენებს შესაბამისი ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი