დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში უსახელო გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის N13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.157.016002 |
|
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში უსახელო გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №13 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე
მუხლი 1. 1. შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფლებში უსახელო გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩები, შესახვევები, ჩიხები) სახელდების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 მაისის №13 განკარგულებაში: 1.1. განკარგულებით დამტკიცებულ დანართში, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების უსახელო გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების, შესახვევების, ჩიხების) სახელწოდებები (არაბული ციფრებით)“, ორბეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფელ ორბეთის ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით განხორციელდეს თანდართული რედაქციით. 1.2. განკარგულებას დაემატოს დანართი 2.46.1 – სოფელ ორბეთის ახალგაშენებული უბნების დამისამართება, წარმოდგენილი ორთოფოტოს სახით. 2. ეთხოვოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურს სოფელ ორბეთის დამისამართება განახორციელოს ცვლილებების გათვალისწინებით. მუხლი 2. განკარგულება, მისი მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, შემდგომი კანონშესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მუხლი 3. განკარგულება მისი მიღებიდან 10 (ათი) დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. მუხლი 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში (ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მისი მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში. საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე დანართი №1 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ორბეთის გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩების, შესახვევების, ჩიხების) სახელწოდებები (არაბული ციფრებით)
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები