საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1/70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
მიღების თარიღი 31/03/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2026
სარეგისტრაციო კოდი
1/70
31/03/2026
ვებგვერდი, 01/04/2026
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს

განკარგულება №1/70

2026 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შეჩევის პროცედურის დაწყების შესახებ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიის წარმოშობამდე არაუგვიანეს 3 თვისა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურას.

2027 წლის 29 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძეს უსრულდება საპენსიო ასაკი, შესაბამისად ვაკანტური გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 საშტატო ერთეული.

აღნიშნულის გათვალისწინებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დაიწყოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად (ვაკანტური 2027 წლის 30 აპრილიდან) საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცედურა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 1 ვაკანსიაზე (ვაკანტური 2027 წლის 30 აპრილიდან) განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება 2026 წლის  2 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით.

3. ინფორმაცია შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ინფორმაცია შერჩევის პროცედურის დაწყების შესახებ მიეწოდოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი                             ვასილ მშვენიერაძე