„საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 სექტემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 420000000.22.026.017456
22
02/04/2026
ვებგვერდი, 03/04/2026
420000000.22.026.017456
„საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 სექტემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №22

2026 წლის 2 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 სექტემბრის №100 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2023 წლის 22 სექტემბრის №100 ბრძანებაში (ვებგვერდი, 25/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 420000000.22.026.017139) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) უზრუნველყოფს მფრინავების და საჭიროებისას, ეკიპაჟის სხვა წევრების, საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელი (ჯანმრთელობის მდგომარეობის (მათ შორის, სიმთვრალე-სიფხიზლეზე) საექიმო შემოწმებას, იღებს ეკიპაჟის ყველა წევრისა და საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ფრენის მომზადებასა და უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების (ტექნიკური მომსახურე პერსონალის) ახსნა-განმარტებით ბარათებს;“;

ბ) „ნ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) უზრუნველყოფს საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლის (ფრენების ხელმძღვანელის) სამსახურებრივი მაგნიტოფონების ჩანაწერების (მაგნიტური ლენტების), დასაფრენი რადიოლოკატორების ინდიკატორებიდან გადაღებული ფოტოსურათების, საჰაერო ხომალდ(ებ)ის მოძრაობის გრაფიკების, რადიოკავშირისა და რადიოტექნიკური საშუალებების სამუშაო დროის აღრიცხვის ჟურნალების, ეკიპაჟის წევრების საფრენოსნო წიგნაკების, მარცხგანცდილი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების პირადი საქმეების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი საბუთების, საჰაერო ხომალდის, ძრავ(ებ)ის, აგრეგატების ფორმულარებისა და მათი ხარვეზების უწყისების, ტექნიკური მომსახურების განწესების, საჰაერო ხომალდის საფრენად მოსამზადებლად ან გაფრენის წინ გაუმართაობის აღმოსაფხვრელად გამოყენებული ხელსაწყო-იარაღების და საკონტროლო აპარატურის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის (შვეულმფრენის დასაფრენი მოედნის) მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტის, საჰაერო ხომალდში ჩასხმული საწვავ-საპოხი მასალების რაოდენობისა და ხარისხის ამსახველი საბუთების, აეროდრომის რაიონში და ფრენის მარშრუტზე მეტეოროლოგიური პირობების ამსახველი საბუთების ამოღებასა და დალუქვას;“.

2. მე-13 მუხლის მე-10 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საავიაციო შემთხვევის წარმოქმნაზე ადამიანის ფაქტორის გავლენას საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტის (მაკონტროლებლის) მხრიდან;

დ) საჰაერო მოძრაობის მართვის სპეციალისტების (მაკონტროლებლების) დატვირთვას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 13 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი