„სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.025690
141
01/04/2026
ვებგვერდი, 02/04/2026
040030000.10.003.025690
„სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №141

2026 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

„სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, „სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 აპრილის №162 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2024, 040030000.10.003.024555) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულების“ მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2025 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე