საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/2/1354 ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/2/1354 ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 2/2/1354
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 02/04/2026
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.043967
2/2/1354
02/04/2026
ვებგვერდი, 06/04/2026
000000000.00.000.043967
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის გადაწყვეტილება №2/2/1354 ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს სახელით

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

მეორე კოლეგიის

გადაწყვეტილება №2/2/1354

2026 წლის 2 აპრილი

ქ. ბათუმი


კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძესხდომის თავმჯდომარე ;

გიორგი მოდებაძეწევრი , მომხსენებელი მოსამართლე ;

თეიმურაზ ტუღუშიწევრი .

სხდომის მდივანი : მარიამ ბარამიძე .

საქმის დასახელება : . . საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ .

დავის საგანი : საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვებისპროსტიტუციადაიგივე ქმედება , ჩადენილი განმეორებით , ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაშიკონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან და 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით .

საქმის განხილვის მონაწილეები : მოსარჩელე მხარის წარმომადგენელიგიორგი გოცირიძე ; მოპასუხე მხარის , საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელიქრისტინე კუპრავა ; მოწმესაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელი მარიამ კერესელიძე .

 

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1354) მომართა . - . №1354 კონსტიტუციური სარჩელი , არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 4 ოქტომბერს . №1354 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/12/1354 საოქმო ჩანაწერით , ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად . №1354 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა , ზეპირი მოსმენით , გაიმართა 2019 წლის 13 ნოემბერს .

2. №1354 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია : საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42- მუხლის პირველი პუნქტი , 89- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე -15 და მე -16 მუხლები .

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს პროსტიტუციას და იგივე ქმედებას , ჩადენილს განმეორებით , ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში .

4. საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება . საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად , „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა “.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად , მოსარჩელე არის სრულწლოვანი სექსმუშაკი და არსებობს საფრთხე , რომ მას აღნიშნული საქმიანობის განხორციელების გამო , სადავო ნორმის საფუძველზე , დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა .

6. მოსარჩელე მხარის პოზიციით , სადავო ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას . კერძოდ , არათანაზომიერად იზღუდება მისი სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლება . კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით , შესაძლოა , სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა , რადგან არსებობს ალბათობა , რომ ქუჩაში სექსუალური კავშირის შეთავაზებამ ხმაური ან ძალადობა გამოიწვიოს . ამგვარი უწესრიგობის მიზეზი შეიძლება იყოს ფასზე შეუთანხმებლობა , სექსუალური მომსახურების მიმღების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და სხვა გარემოებები . აღნიშნულის აღსაკვეთად , სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ ისეთი ალტერნატიული ეფექტიანი საშუალება , როგორიცაა შესაბამისი პირებისათვის წვრილმანი ხულიგნობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება . მოსარჩელე მხარის განმარტებით , სადავო ნორმა ითვალისწინებს პროსტიტუციის რეგულირებას ორ სრულწლოვან პირს შორის , მათ შორის , იმ ვითარებაში , როდესაც აღნიშნულს ადგილი აქვს კერძო სივრცეში , მესამე პირის მონაწილეობისა და ფართო სექსინდუსტრიასთან კავშირის გარეშე . შესაბამისად , მოსარჩელე მხარე თვლის , რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვიწროდ მიმართულ საშუალებას .

7. მოსარჩელე მხარის განმარტებით , პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დაცვა , აივ (შიდსის ) ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება . თუმცა სადავო რეგულირება არათუ არ არის დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება , არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ამ მიზნის მიღწევას , რადგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშიდან გამომდინარე , ინფექციის მაღალი რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი თავს არიდებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში მონაწილეობას , რაც ხელს უწყობს , სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მეტად გავრცელებას .

8. მოსარჩელის პოზიციით , სადავო ნორმა , შესაძლოა , ასევე ემსახურებოდეს საზოგადოებრივი მორალის დაცვას , თუმცა ამ შემთხვევაში , უფრო მეტად ამორალურად იქცევა არა სექსმუშაკი , რომელიც ოჯახის რჩენის მიზნით ირჩევს აღნიშნულ პროფესიას , არამედ სექსუალური მომსახურების მიმღები და სხვა პირები , რომლებიც ხელს უწყობენ სექსმუშაკთა აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვას . შესაბამისად , საზოგადოებრივი მორალის დაცვის გამოსადეგი საშუალება იქნებოდა არა ექსპლუატაციის მსხვერპლი პირების , არამედ სექსუალური მომსახურების მიმღები პირების დასჯა . ამასთან , ისეთ შემთხვევებში , როდესაც პირთა შორის პროსტიტუციის თაობაზე შეთანხმება ხდება საზოგადოების წევრთაგან იზოლირებულად , შეუძლებელია ასეთმა ქმედებამ საზოგადოებრივ მორალს ზიანი მიაყენოს . ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მიიჩნევს , რომ შეზღუდვა არათანაზომიერია და არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას .

9. დამატებით , მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ქალის სხეულის ობიექტივიზაციის პრევენციაზე და მიუთითა , რომ იმ შემთხვევაში , თუ აღნიშნული მიიჩნევა სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად , მის მიღწევას სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს . კერძოდ , მოსარჩელე მხარის აღნიშვნით , მართალია , პროსტიტუცია მოიცავს ქალის სხეულის ობიექტივიზაციას , თუმცა აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად , პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას , ვინც ახდენს სხეულის ობიექტივიზაციას და არა ადამიანს , რომლის სხეულის ობიექტივიზაციაც ხდება .

10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის არგუმენტაციით , საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით დაცულია სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლება , რაც , მათ შორის , შესაძლოა , მოიაზრებდეს ანაზღაურების კომპონენტს . თავის მხრივ , სადავო ნორმა ზღუდავს ადამიანის უფლებას , განკარგოს საკუთარი სხეული მისთვის მისაღები სექსუალური ქცევის მეშვეობით . ანაზღაურების კომპონენტი კი , არ ცვლის შეზღუდვის შინაარსს . იმავდროულად , მოსარჩელე მხარე განმარტავს , რომ სექსმუშაკისათვის გათვალისწინებული საქმიანობა მის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს , თუმცა აღნიშნული არ განაპირობებს ამგვარი ქმედების გამორიცხვას საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლის დაცული სფეროდან , რამდენადაც იგი წარმოადგენს ნებაყოფლობით არჩევანს და მიემართება სექსუალურ სფეროს . დამატებით , რამდენადაც პროსტიტუცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოადგენს ლეგალურ საქმიანობას და , შესაბამისად , ადამიანის სხეული არ არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი , ადამიანის სხეულის განკარგვასთან დაკავშირებული შეზღუდვა ვერ იქნება საკუთრების ან მეწარმეობის თავისუფლების ძირითად უფლებებთან მიმართებით შესაფასებელი საკითხი .

11. მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა , რომ მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევს პროსტიტუციის აკრძალვას . მოსარჩელე მხარისათვის პრობლემას წარმოადგენს სექსმუშაკისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება .

12. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით , სადავო ნორმა აგრეთვე ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს . კერძოდ , ნათლად არ არის ფორმულირებული სამართალდარღვევის ობიექტური შემადგენლობის ფარგლები . არც სადავო ნორმა და არც სხვა ნორმატიული აქტი არ განმარტავს პროსტიტუციის ცნებას . ამდენად , ბუნდოვანია , რა ითვლება პროსტიტუციად , ფულადი ანაზღაურების , საქონლის მიღების სანაცვლოდ სექსი თუ ანაზღაურების გარეშე პირთა ფართო წრესთან უსასყიდლო სექსუალური ურთიერთობა . ამასთან , პრობლემურია იმის განსაზღვრა , როდის ჩაითვლება სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი დასრულებულად , სექსუალური მომსახურების ფასის , ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თუ მომსახურების გაწევის ან თანხის მიღების მომენტიდან .

13. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განცხადებით , საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არ ხდება პროსტიტუციად მოაზრებული ქმედების , სამართალდარღვევის ობიექტური მხარის აღწერა . შესაბამისად , სასამართლო პრაქტიკიდან ასევე არ დგინდება , რა ტიპის ქმედებას კრძალავს სადავო ნორმა . მოსარჩელე მხარის მითითებით , მისთვის ცნობილია , რომ პროსტიტუციას წარმოადგენს , ანაზღაურების სანაცვლოდ , სექსუალური მომსახურების გაწევა , თუმცა გაუგებარია ქმედების ობიექტური შემადგენლობის შინაარსი . ბუნდოვანია , ქმედების რა ასპექტებს და რა მომენტიდან კრძალავს სადავო ნორმა . ამასთან , სადავოა , წარმოადგენს თუ არა სექსუალური მომსახურების მიმღები , სადავო სამართალდარღვევის სუბიექტს . ამ თვალსაზრისით , მოსარჩელე მხარე განმარტავს , რომ , მართალია , სადავო ნორმას არ იყენებენ სექსუალური მომსახურების მიმღების მიმართ , თუმცა აღნიშნული ცალსახად არ გამომდინარეობს სადავო ნორმიდან . მოსარჩელე მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე , რომ ნორმის გამოყენების არსებული პრაქტიკა არ გამორიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სამომავლოდ , ნორმის განსხვავებულად გამოყენების , მისი იმ ქმედებაზე გავრცელების შესაძლებლობას , რომელიც არსებული პრაქტიკით , პროსტიტუციად არ მიიჩნევა . მოსარჩელე მხარემ აღნიშნა ისიც , რომ ზოგიერთი ტერმინი , ნორმატიული თვალსაზრისით , არ საჭიროებს განმარტებას , თუმცა ამგვარი მიდგომა ვერ გავრცელდება პროსტიტუციაზე , რამდენადაც იგი მოიცავს მრავალ ასპექტს .

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო სიტყვები ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლისა და 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს .

15. მოპასუხე მხარის , საქართველოს პარლამენტის პოზიციით , ტერმინი პროსტიტუცია “, საქართველოს კანონმდებლობით განმარტებული არ არის , თუმცა გამოყენებულია არამხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში , არამედ სხვა საკანონმდებლო აქტებშიც . ამასთან , აღნიშნულ ტერმინს იყენებსადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებევროპის საბჭოს კონვენცია . ასევე , ევროპის საბჭოს კონვენციასექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ “. დასახელებულ კონვენციაში მოცემული განმარტების შესაბამისად , პროსტიტუცია ნიშნავს ბავშვის გამოყენებას სექსუალური მიზნებისთვის , ფულადი გასამრჯელოს ან ნებისმიერი სხვა სახის ანაზღაურების ან კომპენსაციის გადახდის ან დაპირების შემთხვევაში , მიუხედავად იმისა , ეს ანაზღაურება , პირობა თუ კომპენსაცია ბავშვს მოხმარდა თუ მესამე პირს .

16. მოპასუხე მხარის პოზიციით , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ტერმინის განმარტების არარსებობა არ მიუთითებს პროსტიტუციის არსის დადგენის შეუძლებლობაზე . ამ მხრივ , მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის კოდექსზე , რომელიც დასჯადად აცხადებს სადავო სამართალდარღვევის მიღმა არსებულ , პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ცალკეულ ქმედებებს , მაგალითად , პროსტიტუციის ხელშეწყობას , პროსტიტუციაში ჩაბმას . მოპასუხე მხარე მიიჩნევს , რომ აღნიშნული ავიწროებსპროსტიტუციის “, როგორც სამართალდარღვევის შინაარსს . დამატებით , მოპასუხე მიუთითებს პროსტიტუციის ეტიმოლოგიასა და მის ისტორიულ წარმომავლობაზე . აღნიშნულზე დაყრდნობით , მოპასუხე მხარე აღნიშნავს , რომ ისტორიული განმარტებისა და პროსტიტუციასთან მიმართებით , საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აღქმიდან გამომდინარე , იგი ყველასათვის გულისხმობს სექსუალური მომსახურების გაწევას ანაზღაურების სანაცვლოდ .

17. სადავო ნორმის ირგვლივ საერთო სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის კონტექსტში , მოპასუხე მხარემ დაადასტურა , რომ საერთო სასამართლოების დადგენილებებში ყურადღება გამახვილებულია , ზოგადად , პროსტიტუციის განხორციელებაზე , აღნიშნული ქმედების არსის განმარტების გარეშე , თუმცა მიუთითა , რომ ზოგიერთი მათგანი აქცენტირებს პროსტიტუციის განხორციელებაზე , გარკვეული თანხის სანაცვლოდ . ამასთან , მოპასუხე მხარე აპელირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ შედგენილ ოქმებზეც , რომელთა ფარგლებშიც მითითებულია თანხის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევის შესახებ . ამდენად , მოპასუხე მხარის პოზიციით , პროსტიტუციად მოაზრებული ქმედება დაკავშირებულია სექსუალური მომსახურების გაწევასთან გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ . დამატებით , მოპასუხე მხარის პოზიციით , სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკაში , ობიექტურ შემადგენლობასთან მიმართებით , საერთო სასამართლოებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია ერთმანეთისგან განსხვავებული განმარტება . დამატებით , მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც , რომ მოსარჩელე თავს აღიქვამს სადავო ნორმის სუბიექტად , რაც , მისი პოზიციით , მიანიშნებს იმაზე , რომ თავად ნორმის სუბიექტებს გააჩნიათ წარმოდგენა სადავო ნორმის ადრესატობასთან დაკავშირებით .

18. მოპასუხე მხარის პოზიციით , სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრებიან პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართული ადამიანები . ამასთან , სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია , მინიმუმ , ორი მხარის : სექსმუშაკისა და მომსახურების მიმღების არსებობა . იმავდროულად , შესაძლოა , ანაზღაურება გამოხატული არ იყოს ფულადი სახით , არამედ იგი გულისხმობდეს მატერიალური სარგებლის მიღებას . მოპასუხის არგუმენტაციით , სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრება ქმედების განხორციელება , როგორც საჯარო თავშეყრის ადგილას , ასევე არასაჯარო ადგილას , როგორიცაა , მაგალითად , კაფე -ბარი ან სასტუმრო . მოპასუხე მხარე განმარტავს , რომ პროსტიტუციის ნაწილად მოიაზრება , როგორც პირადად შეთანხმება და მომსახურების გაწევა , ასევე დისტანციურად , სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და მომსახურების გაწევა , რამდენადაც , შეთავაზების ხერხის განურჩევლად , შედეგობრივად , აღნიშნული დაკავშირებულია მომსახურების გაწევასთან .

19. მოპასუხე მხარე ნორმის სუბიექტთან დაკავშირებით მიუთითებს , რომ სადავო ნორმის ადრესატს წარმადგენს სექსმუშაკი , რის თაობაზეც მინიშნებას შეიცავს მუხლის შენიშვნა . მოპასუხე მხარის პოზიციით , სადავო სამართალდარღვევასთან მიმართებით , სექსუალური მომსახურების გამწევსა და მის მიმღებს გააჩნიათ განსხვავებული როლი . კერძოდ , მოპასუხე მხარე მეტად ეფექტურ ღონისძიებად მიიჩნევს სექსუალური მომსახურების მიმწოდებელი რგოლის მიმართ პრევენციული ღონისძიებების გატარებას , მიუხედავად იმისა , რომ ცალკეული სახელმწიფოს კანონმდებლობაში , ღონისძიებები გათვალისწინებულია სექსუალური მომსახურების მიმღებთან მიმართებითაც . დამატებით , მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე , რომ საზოგადოების წევრებში არსებული აღქმის თანახმადაც , პროსტიტუციას ახორციელებს სექსუალური მომსახურების მიმწოდებელი და არა მისი მიმღები .

20. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით , პროსტიტუცია გულისხმობს საკუთარი სხეულის საზღაურის სანაცვლოდ შეთავაზებას , მომსახურების გაწევას . მოპასუხე მხარის მტკიცებით , სექსმუშაკებისათვის პროსტიტუცია წარმოადგენს შემოსავლის მიღების წყაროს , საქმიანობას , რაც , თავისი არსით , უტოლდება ორ პირს შორის არსებულ მომსახურების ხელშეკრულებას . მოპასუხე მხარის პოზიციით , მომსახურება წარმოადგენს იმგვარ მოცემულობას , რომლის ფარგლებშიც , ადამიანი ერთპიროვნულად არ წყვეტს მომსახურებაში შესვლასა და მის ფარგლებში მოქმედების საკითხს , არამედ იგი ემორჩილება სექსუალური მომსახურების მიმღები პირის ნებას . მოპასუხე მიუთითებს , რომ სექსმუშაკებს გააჩნიათ სექსუალური ურთიერთობების ფორმებისა და ქცევის განსაზღვრის და , აღნიშნულის შესაბამისად , საკუთარი პიროვნების განვითარების თავისუფლება , თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლის დაცულ სფეროში არ ექცევა იმგვარი სექსუალური ქცევა , მომსახურება , რომელიც დაკავშირებულია ანაზღაურებასთან .

21. დამატებით , მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე , რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლის დაცულ სფეროდ იდენტიფიცირებული ცალკეული აქტივობებისგან განსხვავებით , რომელთა შემთხვევაშიც , წარმოჩენილი იყო მათი პოზიტიური ასპექტი , პროსტიტუცია არ წარმოადგენს , მაგალითად , განტვირთვის /დასვენების ერთ -ერთ სახეობას , რომელიც ადამიანის უკეთესი მდგომარეობის მიღწევას ან ადამიანის შინაგანი ღირებულებების პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება .

22. მოპასუხე მხარე მიუთითებს , რომ კანონმდებლობა , ერთდროულად , ებრძვის და ითვალისწინებს პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების მიმართ პრევენციულ ღონისძიებებს . მოპასუხე მხარის განმარტებით , სახელმწიფომ მოახდინა პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების გრადაცია , მათთვის დამახასიათებელი ზიანის ხარისხიდან გამომდინარე . სექსმუშაკის მიერ სექსუალური მომსახურების გაწევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას , ხოლო პროსტიტუციაში პირის ჩაბმასა და პროსტიტუციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ქმედებები დასჯადია სისხლის სამართლის წესით . შესაბამისად , მოპასუხე განმარტავს , რომ პროსტიტუცია და მისი ხელშეწყობა , ზოგადად , დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით .

23. მოპასუხე მხარე სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოების , ზნეობისა და მორალის , ისე ჯანმრთელობის დაცვას .

24. უპირველესად , მოპასუხე მხარე მიიჩნევს , რომ სახელმწიფოს გააჩნია უფლებამოსილება  საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად , ტრეფიკინგთან და სხვა დანაშაულებთან საბრძოლველად , მოახდინოს სხვადასხვა ანტისოციალური ქცევის პრევენცია . უფრო კონკრეტულად , მოპასუხე მხარის განმარტებით , არსებობს მჭიდრო კავშირი პროსტიტუციას , სექსუალურ ექსპლუატაციასა და ადამიანით ვაჭრობას შორის . შესაბამისად , პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადების მიზანია სექსუალური ექსპლუატაციისა და ადამიანით ვაჭრობის პრევენცია . ამასთან , პროსტიტუციის სამართალდარღვევად გამოცხადებით , ხდება არასრულწლოვანთა დაცვა პროსტიტუციისგან . მოპასუხე მხარის პოზიციით , პროსტიტუციის ლეგალიზება იწვევს არა მხოლოდ სექსმუშაკების სამართალდარღვევის სფეროს მიღმა გაყვანას , არამედ სექსუალური ინდუსტრიის გაფართოებასა და კონტროლს მიღმა აღმოჩენას , რაც დაკავშირებულია სწორედ ტრეფიკინგის , ძალადობის და არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის რისკთან .

25. მოპასუხე მხარის პოზიციით , სადავო რეგულირების კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა . კერძოდ , პროსტიტუცია დაკავშირებულია ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკთან , რომელსაც ამაღლებს სექსუალური მომსახურების მრავალჯერადად გაწევა . მოპასუხე მხარე ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანში მოიაზრებს არა მხოლოდ ერთი მხარის , მათ შორის , სექსმუშაკების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვის , არამედ სხვათა ჯანმრთელობის დაცვის მიზანსაც . დამატებით , მოპასუხე მხარის არგუმენტაციით , მართებული არ არის მოსაზრება იმის თაობაზე , რომ სექსმუშაკებს არ გააჩნიათ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე . კერძოდ , მოპასუხე განმარტავს , რომ სექსმუშაკისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება დაკავშირებული არ არის ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვასთან . პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება დაკავშირებულია პროსტიტუციის განხორციელებასთან , ხოლო იმ მომენტში , როდესაც პირი არ ახორციელებს პროსტიტუციას , უკუძალით , იგი არ განიხილება სამართალდამრღვევად .

26. მოპასუხე მხარის მტკიცებით , სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს აგრეთვე წარმოადგენს საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვა . კერძოდ , მოპასუხე მხარის პოზიციით , პროსტიტუცია ხელს უწყობს ადამიანის სხეულის ობიექტივიზაციას , რაც დაკავშირებულია ადამიანის ღირსების უფლებასთან . მოპასუხე მხარის არგუმენტაციით , იმ შემთხვევაში , თუ დაშვებული იქნება ზემოაღნიშნული ტიპის მომსახურების გაწევა და იგი მიჩნეული იქნება ჩვეულ მოვლენად , შეილახება საზოგადოებრივი ზნეობა , ის ძირითადი ღირებულება , რომლის თანახმადაც , ადამიანი სახელმწიფოში უნდა წარმოადგენდეს დაცვის უპირველეს ობიექტს . მოპასუხე მხარის არგუმენტაციით , სადავოდ გამხდარი სამართალდარღვევის არსებობა უზრუნველყოფს იმას , რომ ადამიანის სხეულით მომსახურების გაწევა არ იქნეს მიჩნეული მისაღებ ქცევად , რაც სხვადასხვა ადამიანის შეფასებით , შესაძლოა  ხელყოფდეს საზოგადოებრივ ზნეობასა და მორალს .

27. მოპასუხე მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე , რომ სადავო სამართალდარღვევა სპეციფიკურია როგორც სუბიექტის , ისე ქმედების თვალსაზრისით . შესაბამისად , მიუხედავად იმისა , რომ არ არის გამორიცხული , სხვა სამართალდარღვევებმა უზრუნველყონ მასთან დაკავშირებული რისკების ნაწილობრივი პრევენცია , გამართლებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სპეციალური სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობა .

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , მოპასუხე მხარე მიიჩნევს , რომ სადავო მოწესრიგება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლისა და 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს .

29. მოწმის , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლის , მარიამ კერესელიძის მითითებით , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროსტიტუციას განმარტავს , როგორც სექსუალური მომსახურების გაწევას ფულადი თანხის სანაცვლოდ . მოწმის განცხადებით , საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი დადგენილებები აგრეთვე შეიცავს მინიშნებას პროსტიტუციის ანალოგიურად განმარტების თაობაზე . ამასთან , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პირს , სამართალდამრღვევად მიიჩნევს და ადმინისტრაციულ სანქციას აკისრებს იმ ეტაპზე , როდესაც მხარეები მომსახურების სანაცვლოდ თანხმდებიან ანაზღაურებაზე . მნიშვნელობა არ ენიჭება იმ გარემოებას , განხორციელდა თუ არა მომსახურება . მოწმემ მიუთითა პრაქტიკაში იმგვარი შემთხვევების არსებობაზეც , როდესაც სამართალდარღვევის გამოვლენა მოხდა მომსახურების გაწევის შემდეგ . დამატებით , მოწმემ აღნიშნა , რომ ზოგიერთ შემთხვევაში , სამართალდარღვევის იდენტიფიცირება ხდება მხარეებს შორის მომსახურების პირობებზე შეთანხმების თაობაზე , კონფლიქტის გამო , საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ . ასევე , ცალკეულ შემთხვევაში , შესაძლებელია , კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში , მაგალითად , პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის შემთხვევაში , ადგილი ჰქონდეს ფართში შეღწევას და კონკრეტული პირის მიერ სექსუალური მომსახურების განხორციელების იდენტიფიცირებას .

30. მოწმის პოზიციით , პროსტიტუცია დაკავშირებულია ანაზღაურებად მომსახურებასთან და ნებაყოფლობითი ხასიათის ქმედებასთან . შესაბამისად , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროსტიტუციას არ მიიჩნევს იმგვარ ქმედებად , რომელიც სექსმუშაკის სხეულის ობიექტივიზაციას ახდენს . ამასთან , მოწმემ აღნიშნა , რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უცნობია ნორმატიული ჩანაწერის არსებობის თაობაზე , რომელიც შეიცავს ქმედების პროსტიტუციად მიჩნევასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო რეგულირებას .

31. მოწმის მითითებით , სადავო ნორმის საფუძველზე , ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების გამწევს . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებული პრაქტიკით , სექსუალური მომსახურების მიმღები პირი არ მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად . დამატებით , მოწმემ განმარტა , რომ სადავო რეგულირება ნორმის შემფარდებელს არ ზღუდავს  მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევებზეც , როდესაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება დისტანციურად , ვებგვერდის მეშვეობით , თუმცა სამინისტროს ამ ეტაპზე ამგვარი პრაქტიკა არ გააჩნია .

32. მოწმის განმარტებით , საჯარო სივრცეში მომსახურების მხარეებს შორის პირობებზე შეუთანხმებლობის საფუძვლით , ხშირად იქმნება კონფლიქტური სიტუაცია . შესაბამისად , სტატისტიკურად  სადავო სამართალდარღვევა ხშირად იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას . დამატებით , მოწმის აღნიშვნით , პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის შედეგად პირების სექსმუშაკებად იდენტიფიცირებისა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევა . მოწმის აღნიშვნით , სამედიცინო დაწესებულებას არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირების ვალდებულება , პირის პროგრამაში ჩართვის მიზეზების თაობაზე .

33. №1354 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში , სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველმა . სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია , რომ სადავო ნორმა , ერთი მხრივ , არათანაზომიერად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას , მეორე მხრივ კი , ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას . ამასთან , საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს , რომ სადავო ნორმა ხშირად გამოიყენება შერჩევითად , არა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად , არამედ სექს -სამუშაოში ჩართულ პირებზე სოციალური წნეხის განსახორციელებლად , რაც იწვევს მათ დამატებით სტიგმატიზაციას . იმავდროულად , სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების მიხედვით , არ არის განმარტებული , თუ რას ნიშნავს პროსტიტუცია . შესაბამისად , გაურკვეველია  მტკიცების რა ხარისხი მოეთხოვება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელს , აღნიშნული მუხლის საფუძველზე , პირის სანქცირებული ქცევის დასასაბუთებლად .

34. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების თანახმად , რამდენადაც სექსმუშაკების საქმიანობა არის ადმინისტრაციული წესით დასჯადი , სექსმუშაკები დგანან იმ საფრთხის წინაშე , რომ უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით , სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვის შემთხვევაში , გამჟღავნდება მათი საქმიანობა . აღნიშნულს კი , შესაძლოა , მოჰყვეს არა უფლებადამრღვევი პირისათვის , არამედ თავად სექსმუშაკისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება . ამგვარ ვითარებაში , პროსტიტუციაში ჩართული პირები მუდმივად იმყოფებიან შანტაჟისა და ძალადობის საფრთხის წინაშე  როგორც სექსუალური მომსახურების მიმღები პირების , ისე სამართალდამცავი უწყებების არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების მხრიდან . ამდენად , საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით , სადავო ნორმა სექსმუშაკებისათვის ქმნის ბარიერს მართლმსაჯულებასა და სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით , რაც არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს .

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. სადავო ნორმის შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

1. განსახილველ საქმეზე , მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვებისპროსტიტუციადაიგივე ქმედება , ჩადენილი განმეორებით , ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაშიკონსტიტუციურობას , საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან და 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით .

2. მოსარჩელე მხარემ , რომელიც წარმოადგენს სრულწლოვან პირს , საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა , რომ იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს არა , ზოგადად , პროსტიტუციის აკრძალვას , არამედ პროსტიტუციის განხორციელებისათვის . . „სექსმუშაკისადმიადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას . შესაბამისად , სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით , განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს პროსტიტუციის განხორციელებისათვის სრულწლოვანი „სექსმუშაკისადმიადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურობაზე . ამასთან , მოსარჩელე მხარეს , სადავო სიტყვები გასაჩივრებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლთან და 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით . შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო რეგულირების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან ცალ -ცალკე შეაფასებს .

2. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით

2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული სფერო და უფლებაში ჩარევა

3. საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლის თანახმად , „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება “. ხსენებული კონსტიტუციური დებულებაწარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას , რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ დაშპს ტელეკომპანია საქართველოსაქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-2). პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება გულისხმობს რა პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას , მყარ საფუძველს ქმნის ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და მისი ავტონომიურობისათვის (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი , ირაკლი ვაჭარაძე , ლევან ბერიანიძე , ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ “, II-54, 55). ამასთან , იგი მოიცავს პირის ნებისა და ქმედების თავისუფლებას როგორც კერძო , ისე საჯარო სივრცეში (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-9). ხაზგასასმელია ისიც , რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , კონსტიტუციის მე -12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის , რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში , თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებილევან ასათიანი , ირაკლი ვაჭარაძე , ლევან ბერიანიძე , ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ “, II-57).

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს , რომ საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით დაცულია , ერთი მხრივ , პირის უფლება , აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში , მეორე მხრივ კი , პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება . პიროვნების ავტონომიურობის , მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას , ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას , ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეებიირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-3).

5. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს , რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული ქმედების თავისუფლების უფლებრივი კომპონენტი აგრეთვე მოიცავს პირის მიერ საკუთარ ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული იმგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებას , რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას , თავისუფლად შეარჩიოს პარტნიორი და დაამყაროს მასთან სექსუალური ურთიერთობა . ხაზგასასმელია , რომ ურთიერთობის მკაცრად პერსონალური , ინტიმური ხასიათის გათვალისწინებით , მისი შინაარსი , ფარგლები და ინტენსივობა თავად ურთიერთობის მონაწილეთა ორმხრივი ნებით არის ზღვარდადებული .

6. სადავო ნორმა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პროსტიტუციისთვის , ამდენად , შეეხება პირთა სექსუალური ცხოვრების რეგულირებას და გარკვეული აკრძალვების დაწესებას პასუხისმგებლობის განსაზღვრის გზით . შესაბამისად , აშკარაა , რომ სახეზეა  საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა .

2.2. უფლებაში ჩარევის გამართლება

2.2.1. ზოგადი პრინციპები

7. მიუხედავად იმისა , რომ საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლი ექსპლიციტურად არ შეიცავს მითითებას მისი შეზღუდვის შესაძლებლობის თაობაზე , კონსტიტუციური წესრიგის მოთხოვნების გათვალისწინებით , პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის . „ამ უფლებით სარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს , როდესაც ის ზიანს აყენებს სხვათა უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს . ამ მხრივ , მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი , რომელიც , ერთი მხრივ , ვალდებულია , შექმნას თავისუფალი სივრცე პიროვნების განვითარებისთვის და უზრუნველყოს ამ უფლების ეფექტიანი რეალიზაცია , ხოლო , მეორე მხრივ , იზრუნოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-13). „სახელმწიფომ უნდა აღიაროს , პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად , რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა , კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი , ირაკლი ვაჭარაძე , ლევან ბერიანიძე , ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ “, II-65).

8. აღნიშნულის გათვალისწინებით , საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ექვემდებარება კონსტიტუციურსამართლებრივ შეზღუდვებს .

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით , „სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით , ადამიანის თავისუფლებაში (მის ნებისმიერ უფლებაში ) ჩაერიოს მხოლოდ მაშინ , როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად , რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია . ასეთია ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგი . ბუნებრივია , რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შეზღუდულია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას და გამოყენებისას . ასეთი კანონმდებლობა თავისთავად ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონზომიერებით . ამიტომ ასევე კანონზომიერია ამ პროცესში სახელმწიფოს მომეტებული სიფრთხილის აუცილებლობა , რადგან სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას , თუ ადამიანები დაისჯებიან ამისათვის შესაბამისი და აუცილებელი საფუძვლის გარეშე “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/6/557,571,576 საქმეზესაქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი , მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-62-64).

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით , პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის დროს აუცილებელია  დაცული იყო თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები . „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა , რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური ) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას . ამავე დროს , უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული , მისი თანაზომიერი უნდა იყოს . დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზედანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-60).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , წინამდებარე საქმის ფარგლებში , საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს პროსტიტუციის განხორციელებისათვის , სრულწლოვანი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება რამდენად წარმოადგენს ძირითადი უფლების თანაზომიერ შეზღუდვას .

2.2.2. ლეგიტიმური საჯარო მიზანი

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად , თანაზომიერების პრინციპის უპირველესი მოთხოვნაა , რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას . სასამართლოს განმარტებით , „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში , ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი , არაკონსტიტუციურია “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილებაისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი , ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-15).

13. მოპასუხე მხარემ სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებად დაასახელა , არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვა , სექსუალური ექსპლუატაციის , ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია , საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა , ჯანმრთელობის , აგრეთვე საზოგადოებრივი ზნეობის და მორალის დაცვა .

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო , უწინარესად , იმსჯელებს საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე . მოპასუხე მხარემ განმარტა , რომ პროსტიტუცია ხელს უწყობს ადამიანის სხეულის ობიექტივიზაციას , რაც წინააღმდეგობაშია ღირსების უფლებასთან . თავის მხრივ , პროსტიტუციის განხორციელების დაშვება გამოიწვევს სხეულით სექსუალური მომსახურების გაწევის , როგორც მისაღები ქცევის დამკვიდრებას , რაც ლახავს იმ საზოგადოებრივ ღირებულებას , რომელიც ადამიანის ღირსების პატივისცემას ეფუძნება . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო , მოცემული საქმის ფარგლებში , საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის , როგორც ლეგიტიმური მიზნის რელევანტურობას , სწორედ ამ არგუმენტაციის ჭრილში შეაფასებს .

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , „მოპასუხის მიერ დასახელებული ნებისმიერი ლეგიტიმური მიზანი ვერ დაედება საფუძვლად პირის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას . კონსტიტუციური უფლების ერთ -ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი ისაა , რომ უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ მიზნის განხორციელებისთვის , რომელსაც აქვს უნარი , გაამართლოს თავად ამ უფლების შეზღუდვა . ხოლო მიზნები , რომლებიც უნარიანია , გაამართლოს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა , მომდინარეობს დემოკრატიული ღირებულებებისგან , რაზეც სახელმწიფო და საზოგადოება არის დაფუძნებული “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-17).

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს , რომ , ზოგადად , არ არის გამორიცხული , საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვა საფუძვლად დაედოს ამა თუ იმ უფლებაში ჩარევას . აღნიშნული ღირებულებები საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს და მათი დაცვა , შესაძლოა საჯარო პოლიტიკაშიც სათანადო გამოხატვას პოვებდეს . თუმცა , ამავე დროს , ზნეობასა და მორალზე აპელირება არ შეიძლება იქცეს იმგვარი ჩარევის დამოუკიდებელ საფუძვლად , რომელიც პიროვნებისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ , სექსუალური მომსახურების გაწევას შეზღუდავს , პასუხისმგებლობის დაკისრების გზით . ზემოაღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებადია სწორედ საჯარო ინტერესთან დაკავშირებულ , მათ შორის , სხვებისათვის რეალური და სერიოზული საფრთხის მიყენების მიზნებზე აპელირებით .

17. დამატებით , გასათვალისწინებელია , რომ პროსტიტუციის განხორციელების საფუძვლით პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლოა , ემსახურებოდეს იმ მორალურ -ეთიკური წარმოდგენის დაცვას , რომლის მიხედვითაც , ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობის დამყარება საზოგადოებრივ მორალთან და ზნეობრივ ნორმებთან შეუთავსებლად აღიქმება . ზოგადად , სახელმწიფოს მხრიდან დასაშვებია  საზოგადოების მოცემულ ეტაპზე დამკვიდრებული მორალურ -ეთიკური შეხედულებების მხარდაჭერა , თუმცა , ამავე დროს , აღსანიშნავია , რომ სადავო ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობა ვრცელდება მათზეც , ვინც შეთანხმებული , ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი სექსუალური ურთიერთობის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას გამოხატავს . არსებობს რისკი , რომ მორალისა და ზნეობის დაცვის სახელით განხორციელებული ჩარევა შეუთავსებელი გახდება ადამიანის პიროვნული განვითარების ორ მნიშვნელოვან და სუბსტანციურ პრინციპთანთავისუფლებასა და ინდივიდუალიზმთან , რაც , რეალურად , წარმოადგენს ადამიანის განვითარების საწყისს (იხ ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-30).

18. მოპასუხე მხარემ სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებად ასევე დაასახელა , ერთი მხრივ , სექსუალური ექსპლუატაციის , ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციით , მეორე მხრივ კი , არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვით , საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაცვა .

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია , რომ , ზოგადად , სახელმწიფოს გააჩნია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესი . ამასთან , დანაშაულისა და სხვა ანტისოციალური ქცევის პრევენცია , ისევე  როგორც ჯანმრთელობის დაცვა, წარმოადგენს იმ ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს , რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-18). დამატებით , აღსანიშნავია ის გარემოება , რომ საქართველო წარმოადგენსადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებევროპის საბჭოს 2005 წლის კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოს , რომლის მიზნად ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა მიიჩნევა . კონვენციის პრეამბულაში გაცხადებულია , რომ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს უპირატესი მნიშვნელობის მქონე მიზანს .

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით , შესაძლებელია , მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვა .

2.2.3. გამოსადეგობა

21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად , ლეგიტიმური მიზნის არსებობა , თავისთავადად , არ არის საკმარისი  უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის . იმისთვის , რათა სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს , იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის კრიტერიუმებს . ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას  საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს , რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირიდასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმას შორისრამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-48).

2.2.3.1. საზოგადოებრივი უსაფრთხოება

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა , რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა . საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში  მოპასუხე მხარე აპელირებს სექსუალური ექსპლუატაციის , ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაზე , აგრეთვე მიუთითებს არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვის საჭიროებაზე .

23. დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო მოწესრიგებას შორის კავშირის დასადგენად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო , უწინარესად , ყურადღებას გაამახვილებს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით  ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) პრევენციაზე , როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ასპექტზე . ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს ) და პროსტიტუციას შორის კავშირის არსებობის გამორკვევა . „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებევროპის საბჭოს 2005 წლის კონვენციის შესაბამისად , „ადამიანებით ვაჭრობადაკავშირებულია ექსპლუატაციის მიზანთან . აღნიშნული , შესაძლოა , მოიცავდეს სხვა პირთა ექსპლუატაციას პროსტიტუციის მიზნით . შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებისა და მიდგომების შესწავლის შედეგად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს იმას , რომ მიუხედავად ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს ) და პროსტიტუციას შორის არსებული განსხვავებებისა , ისინი ურთიერთდაკავშირებულ მოვლენებს წარმოადგენდნენ . მაგალითად , ევროპის მასშტაბით , ტრეფიკინგის მსხვერპლთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია იძულებით პროსტიტუციაში . ამასთან , თავად პროსტიტუციაში ჩართული პირების დიდი ნაწილი ტრეფიკინგის მსხვერპლს წარმოადგენს . ამ კონტექსტში , ზოგადად , პროსტიტუციის რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და პრაქტიკა  შესაძლოა  გავლენას ახდენდეს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე . იმავდროულად , იმის გათვალისწინებით , რომ განსახილველი საქმის ფარგლებში  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს არა პროსტიტუციის სამართალდარღვევად გამოცხადების კონსტიტუციურობაზე , არამედ აფასებს პროსტიტუციის განმახორციელებელი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურობას , მნიშვნელოვანია , რომ გამოიკვეთოს კავშირი უშუალოდ ამ პირისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრასა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით , ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) პრევენციას შორის .

24. ამ მხრივ , გასათვალისწინებელია ის გარემოება , რომ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანების გამოყენების ძირითად მამოძრავებელ ფაქტორს , ამ ტიპის სექსუალური მომსახურების მიღებაზე მოთხოვნის არსებობა წარმოადგენს . სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) ფარგლებში პროსტიტუციის განხორციელება , ტრეფიკიორზე და სექსუალური მომსახურების მიმღებზეა დამოკიდებული . აღნიშნულის ლოგიკურ გამოძახილსა და დასტურს წარმოადგენს თავად სადავოდ გამხდარი მუხლის შენიშვნა , რომლის შესაბამისად , ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი )) ან /და 1432 მუხლით (არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი )) გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი , თუ მათ აღნიშნული ქმედება ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) მსხვერპლად ყოფნის გამო , ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე . იმავდროულად , აღნიშნული არ გამორიცხავს იმას , რომ პროსტიტუციისათვის „სექსმუშაკისადმიადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება , ზოგადად , შეფასდეს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით  ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებად .

25. კერძოდ , მხედველობაშია მისაღები ის გარემოება , რომ პროსტიტუციის განხორციელებისათვის „სექსმუშაკისპასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებამ შესაძლებელია , შექმნას ხელშემწყობი გარემო სახელმწიფოში სექსუალური ინდუსტრიის გაფართოებისა და სწორედ ამგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს მქონე სახელმწიფოში , ადამიანებით მოვაჭრე პირების მიერ , სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით , პირების პროსტიტუციაში ჩართვისათვის . ამ კონტექსტში , არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლი მიგრანტი პირების ქვეყანაში სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით შემოყვანის სტიმულირების საფრთხეც . ამდენად , ამგვარმა საკანონმდებლო ჩარჩომ , შესაძლოა , გაამარტივოს ადამიანებით მოვაჭრეების მიერ მსხვერპლთა სექსუალური ექსპლუატაცია და ხელი შეუწყოს მათი რეალური საქმიანობის შენიღბვასგაართულოს საკუთარი ნების შესაბამისად პროსტიტუციაში ჩართული და ტრეფიკინგის მსხვერპლი პირების გამიჯვნა , რაც , თავის მხრივ , ართულებს ადამიანებით მოვაჭრეების იდენტიფიცირებასა და დასჯას . ამდენად , „სექსმუშაკისადმიადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი საკანონმდებლო მოწესრიგება ლოგიკურ კავშირშია , სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით , ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) პრევენციის ლეგიტიმურ მიზანთან .

26. სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) საფრთხეების გარდა  პროსტიტუციის განხორციელება დაკავშირებულია პირზე სექსუალურ თუ ფიზიკურ ძალადობასთან . ამასთან , გასათვალისწინებელია პროსტიტუციისგან არასრულწლოვანთა დაცვის საჯარო ინტერესის მომეტებული მნიშვნელობა . პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების ხელმისაწვდომობა , არასრულწლოვანთა მოწყვლადი ასაკის გათვალისწინებით , საფრთხეს უქმნის მათ ჯანსაღ სექსუალურ , ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ განვითარებას . თავის მხრივ , „სექსმუშაკისადმიადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გათვალისწინება , როგორც აღინიშნა , მიმართულია მის მიერ პროსტიტუციის განხორციელების აღკვეთის და , მაშასადამე , მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკების პრევენციისკენ .

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ სადავო რეგულირება სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ), ძალადობრივი დანაშაულის პრევენციისა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვის კონტექსტში , საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას წარმოადგენს .

2.2.3.2. ჯანმრთელობის დაცვა

28. სადავო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს ასევე წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა . პროსტიტუციის განხორციელებისათვის პირისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებასა და ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს შორის კავშირის დასადგენად , საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს პროსტიტუციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები . ამ თვალსაზრისით , უწინარესად , აღსანიშნავია , რომ პროსტიტუციაში ჩართული პირის საქმიანობა , როგორც წესი , დაკავშირებულია სხვადასხვა პარტნიორთან სექსუალური , მათ შორის , სქესობრივი კონტაქტის დამყარებასთან . თავის მხრივ , აღნიშნული ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი ) გავრცელების რისკს , როგორებიცაა , მაგალითად , აივ ინფექცია /შიდსი (HIV/AIDS), B ჰეპატიტი , ადამიანის პაპილომავირუსი (HPV). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად , პროსტიტუციის განმახორციელებელი პირები სქესობრივი გზით და სისხლით გადამდები დაავადებების მომეტებული რისკის მატარებელ პირებად მიიჩნევიან . აგრეთვე , საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები მიუთითებს პროსტიტუციის ნეგატიურ გავლენაზე , თავად პროსტიტუციის განმახორციელებელი პირის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ .

29. თავის მხრივ , ამა თუ იმ ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება მიმართულია ამ ქმედების ჩადენის პრევენციისკენ . პროსტიტუციის გამწევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ემსახურება პირთა მიერ მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ , სხვადასხვა პარტნიორთან მრავალჯერადი სექსუალური კონტაქტის დამყარებისგან თავის შეკავებასმაშასადამე , სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადების გავრცელების რისკის პრევენციას ისევე , როგორც პროსტიტუციის თანმხლები , ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის რისკების არიდებას . გასათვალისწინებელია ისიც , რომ პროსტიტუციის მონაწილეს , პროსტიტუციის განმახორციელებელ პირთან ერთად , სექსუალური მომსახურების მიმღებიც წარმოადგენს . სწორედ სექსუალური მომსახურების მიმღებნი ქმნიან მოთხოვნას პროსტიტუციაზე და წარმოადგენენ აღნიშნული მოვლენის მამოძრავებელ ფაქტორს . იმავდროულად , ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების კონტექსტში , „სექსმუშაკიდა სექსუალური მომსახურების მიმღები , განსხვავებული ხარისხის რისკის მატარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ . იმის გათვალისწინებით , რომ „სექსმუშაკისსაქმიანობა , როგორც წესი , სხვადასხვა პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას გულისხმობს , იგი ჯანმრთელობასთან მიმართებით იდენტიფიცირებული რისკების რეალიზების მხრივ , მომეტებული საფრთხის წყაროა .

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ სადავო რეგულირება ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას წარმოადგენს .

2.2.4. აუცილებლობა

31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , „გამოსადეგობასთან ერთად , შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ ) საშუალებას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-26). აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად , საჭიროა , არ არსებობდეს სხვა , ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით , დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა . წინააღმდეგ შემთხვევაში , მიიჩნევა , რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას , ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის , რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა .

32. აღსანიშნავია , რომ ცალკეულ შემთხვევაში  მოსარჩელე მხარე მიუთითებს სექსუალური მომსახურების მიმღებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობაზე .

33. მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით , საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს , რომ პროსტიტუციის თანმდევ ნეგატიურ შედეგებთან საბრძოლველად  სახელმწიფოს სხვადასხვა ღონისძიების გატარება შეუძლია . არ არსებობს კონსენსუსი პროსტიტუციასთან დაკავშირებული ოპტიმალური საკანონმდებლო მოწესრიგების თაობაზე . არსებითად , სახელმწიფოები ირჩევენ პროსტიტუციის კანონიერ საქმიანობად აღიარების და მისი სხვადასხვა ფარგლებით რეგულირების მოდელს ან აცხადებენ პროსტიტუციას აკრძალულ ქმედებად და ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას მისი განხორციელებისათვის . იმავდროულად , განსხვავებულია არჩევანი პასუხისმგებლობის სუბიექტის თვალსაზრისით : ზოგიერთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვრცელდება როგორც „სექსმუშაკზე “, ისე სექსუალური მომსახურების მიმღებზე ; სხვა შემთხვევაშიმხოლოდ „სექსმუშაკზე “; ხოლო რიგ ქვეყნებში , პასუხისმგებლობის ადრესატებად მიიჩნევიან სექსუალური მომსახურების მიმღები და პროსტიტუციის ხელშემწყობი პირები .

34. მაშასადამე , პროსტიტუციისთვის „სექსმუშაკისადმიადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება წარმოადგენს პროსტიტუციის თანმდევ ნეგატიურ შედეგებთან ბრძოლის ერთ -ერთ საკანონმდებლო ინსტრუმენტს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს , რომ ამგვარ ვითარებაში  საკანონმდებლო ხელისუფლება სარგებლობს პოლიტიკურ -სამართლებრივი დისკრეციით , მოსაწესრიგებელ საკითხთან დაკავშირებული გამოწვევების , სახელმწიფოში არსებული სოციალური და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტოს პროსტიტუციასთან დაკავშირებული რომელი მოდელი იქნება მეტად ეფექტიანი დასახული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად . ამ თვალსაზრისით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს იმის დადგენა , „თუ კონკრეტულად რომელი ღონისძიების გამოყენება იქნებოდა საუკეთესო ან უფრო მეტად მიზანშეწონილი დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილებასაქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-27). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სახელმწიფოს მიერ შერჩეული ღონისძიების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით განმტკიცებულ , პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან .

35. შესაბამისად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ სადავო რეგულირება , ერთი მხრივ , ჯანმრთელობის დაცვის , მეორე მხრივ კი , საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს .

2.2.5. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

36. იმისათვის , რომ უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესი კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მივიჩნიოთ , საკონსტიტუციო სასამართლომ , აგრეთვე , უნდა გამოარკვიოს , სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი , საკუთარი მნიშვნელობით , აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს . ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს , რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნააუფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-43). განსახილველ შემთხვევაში , ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს , როგორებიცაა : ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა , უპირისპირდება სრულწლოვანი პირის ინტერესი , განახორციელოს პროსტიტუცია - მაშასადამე , მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ , მისაღები სექსუალური აქტივობის მეშვეობით , მოახდინოს საკუთარ სხეულზე ავტონომიის პრაქტიკული რეალიზება .

2.2.5.1. საზოგადოებრივი უსაფრთხოება

37. როგორც აღინიშნა , სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს , ერთი მხრივ , სექსუალური ექსპლუატაციის , ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციით , მეორე მხრივ კი , არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვით , საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა . საკონსტიტუციო სასამართლო , სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის პროპორციულობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზემოაღნიშნულ ასპექტებთან მიმართებით ცალ -ცალკე შეაფასებს .

38. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა , რომ სადავო ნორმა წარმოადგენს სექსუალური ექსპლუატაციის , ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას . მოცემულ ეტაპზე , საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს , რამდენად პროპორციულია ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად „სექსმუშაკისათვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება .

39. სადავო რეგულირების საფუძველზე , შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის არსებობის საკითხის შეფასებისას , უპირველესად , მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე ხაზგასმა , რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა , ფორმალურად , მიემართება ნებაყოფლობით ქმედებას – „სექსმუშაკისმიერ პროსტიტუციით დაკავებაზე გაკეთებულ არჩევანს . იმავდროულად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ სოციალურ კონტექსტზე , რომელიც პროსტიტუციის თანმდევია . ამ მხრივ , ხაზგასასმელია , რომ პროსტიტუციაში ჩართულია ადამიანთა სხვადასხვა კატეგორია , რომლებიც აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას განსხვავებული ფაქტორებისა და ყოფითი გამოწვევების საპასუხოდ იღებენ . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო , სადავო საკითხის შეფასებისას , არ დგას იმის საჭიროების წინაშე , გადაწყვიტოს „სექსმუშაკისარჩევანი პროსტიტუციაზე , ყველა შემთხვევაში , მოიცავს თუ არა გარკვეული ხარისხის , სოციალური ფაქტორებიდან მომდინარე , იძულების კომპონენტს ან სად გადის ზღვარი „სექსმუშაკებისთავისუფალი არჩევანის ფარგლებს შორის . გასათვალისწინებელია ის გარემოებაც , რომ , როგორც აღინიშნა , ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების განმახორციელებელი პირის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია . საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებული შეხედულების შესაბამისად , ამგვარი აქტივობამიუღებელიდა სოციალურად გაკიცხვადია . შესაბამისად , „სექსმუშაკები “, ამ თვალსაზრისით , სოციალური სტიგმის ადრესატებს წარმოადგენენ , რაც სოციუმში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის თვალსაზრისით , დამატებით გამოწვევებთან არის დაკავშირებული .

40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს იმასაც , რომ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) და სხვადასხვა ხასიათის ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია , უაღრესად მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს . აღნიშნული ქმედებებისათვის დამახასიათებელი სიმწვავისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით , სახელმწიფოს გააჩნია კონსტიტუციური ვალდებულება , მკაცრად ებრძოლოს მათ და აღმოფხვრას ამ დანაშაულებთან დაკავშირებული რისკები .

41. ამ თვალსაზრისით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს , რომ „სექსმუშაკისადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებამ  შესაძლოა  შექმნას ხელშემწყობი გარემო ადამიანთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის . სხვაგვარად , არ არის გამორიცხული , ამგვარმა საკანონმდებლო ჩარჩომ გაამარტივოს ადამიანებით მოვაჭრეების მიერ მსხვერპლთა სექსუალური ექსპლუატაცია და ხელი შეუწყოს მათი რეალური საქმიანობის შენიღბვას . აღნიშნულთან მიმართებით , მხედველობაშია მისაღები ის გარემოება , რომ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი ), ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის უმძიმესი ფორმა და განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედებაა . ამასთან , ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი ) კომპლექსური დანაშაულია , რომელიც ხშირად ხორციელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ . სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობაზე მოთხოვნაა , რომლის დაკმაყოფილებას ადამიანებით მოვაჭრე (ტრეფიკიორი ) დამოუკიდებლად ან /და , ხშირ შემთხვევაში , ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით უზრუნველყოფს . სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) ეფექტიანი პრევენცია სწორედ ანაზღაურებად სექსუალურ ურთიერთობაზე ხსენებულ ჯაჭვთან ბრძოლით მიიღწევა , რაც კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებითა და პრაქტიკაში ეფექტიანი რეალიზებით არის შესაძლებელი .

42. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ „სექსმუშაკისათვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება , ამცირებს სახელმწიფოში სექსუალური ინდუსტრიის გაფართოებისა და ადამიანებით მოვაჭრე პირების მიერ , სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით , პირთა პროსტიტუციაში ჩართვის რისკებს . ეჭვს არ იწვევს ის გარემოება , რომ ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება  ხელს უწყობს პროსტიტუციის არსებობას და თანმდევი ნეგატიური შედეგების წარმოქმნას . შესაბამისად , სადავო ნორმა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის ) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციის უზრუნველყოფას ემსახურება . საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ , მოცემულ შემთხვევაში , დაცული საჯარო ინტერესები აღემატება სექსმუშაკის უფლებრივ ინტერესს , ანაზღაურების სანაცვლოდ გასწიოს სექსუალური მომსახურება .

43. სადავო ნორმის მიზანია , აგრეთვე , არასრულწლოვანების ინტერესების დაცვით , საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა . შესაბამისად , საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს , „სექსმუშაკისათვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების გზით , არასრულწლოვანების ინტერესების უზრუნველყოფის პროპორციულობას .

44. აღნიშნულთან მიმართებით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად ესახება სადავო დებულებების საფუძველზე , ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საგნად ქცეული ქმედების ფარგლებისა და მასშტაბის იდენტიფიცირება . კერძოდ , პროსტიტუციის გამწევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლოა  განპირობებული იყოს აღნიშნული ქმედების სხვადასხვა სივრცეში განხორციელებით . როგორც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარმოდგენილი პოზიციიდან გამოირკვა , სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრება ქმედების განხორციელება  როგორც საჯარო თავშეყრის , ასევე არასაჯარო სივრცეში . ამასთან , პროსტიტუციის თაობაზე შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს  როგორც პირადად , ასევე დისტანციურად , სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმებას . საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ , ამ თვალსაზრისით , არასრულწლოვანის ინტერესებზე ნეგატიურად ზემოქმედების ხარისხი შესაძლოა იყოს განსხვავებული , თუმცა , ორივე შემთხვევაში , არსებობს იმგვარი რისკები , რაც ამართლებს „სექსმუშაკისათვისპროსტიტუციის განხორციელების აკრძალვას , მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების გზით .

45. კერძოდ , იმ შემთხვევაში , თუ პროსტიტუციას და მასთან დაკავშირებულ ქმედებებს ადგილი აქვს საჯარო სივრცეშისაზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილზე , მაგალითად , ქუჩაში , სკვერში , პარკში , სკოლის , სააღმზრდელო ან /და სხვა იმგვარი დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე , რომელიც მომეტებულად არასრულწლოვანთა თავშეყრისთვის გამოიყენება და , შესაბამისად , მაღალია არასრულწლოვანთა ყოფნის /გადაადგილების ალბათობა , არასრულწლოვანთა მოწყვლადი ასაკის გათვალისწინებით , არსებობს საფრთხე , პროსტიტუციასთან დაკავშირებულმა ქმედებებმა , თუნდაც ვიზუალურმა ხელმისაწვდომობამ , საფრთხე შეუქმნას არასრულწლოვანთა ჯანსაღ სექსუალურ , სოციალურ , ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ განვითარებას . ასეთი გარემო შესაძლოა იქცესნორმადან ყოველდღიური რეალობის ნაწილად მათი ცნობიერებისთვის , რაც , საბოლოო ჯამში , არასრულწლოვანს შეუქმნის დაბნეულობას , განაპირობებს არასათანადო წარმოდგენების ჩამოყალიბებას სქესობრივ ქცევებზე . განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც , რომ საჯარო სივრცეში პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების არსებობა არა მხოლოდ უშუალო ვიზუალურ კონტაქტს ქმნის არასრულწლოვანისთვის , არამედ არღვევს იმ სოციალურ და ღირებულებით ჩარჩოებს , რომლებსაც ემყარება ბავშვის სწორად განვითარება . ამავდროულად , ზრდასრულთა ქცევითი მოდელების არასათანადო დემონსტრირებამ  შესაძლოა შეამციროს საგანმანათლებლო სივრცეებისა და ოჯახის ძალისხმევის ეფექტიანობა , რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვისთვის უსაფრთხო , სტაბილური და ღირებულებებზე ორიენტირებული განვითარების უზრუნველყოფას . შესაბამისად , მნიშვნელოვანია , არასრულწლოვანთა დაცვა იმ უარყოფითი ეფექტებისგან , რომლებიც თან ახლავს სექსუალური ქცევის კომერციალიზაციას და მის ნორმალიზებას საზოგადოებრივ სივრცეში . ამდენად , საჯარო სივრცეში პროსტიტუციის აკრძალვა წარმოადგენს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებისა და მათი მომავალი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან კომპონენტს .

46. იმ შემთხვევაში , როდესაც პროსტიტუციას ადგილი აქვს კერძო , პრივატულ სივრცეში , არასრულწლოვანებისათვის პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ქმედებებზე უშუალო წვდომა შეზღუდულია და ასეთ გარემოში მათი ინტერესის დაზიანების რისკები მნიშვნელოვნად მსუბუქდება , თუმცა , აღსანიშნავია , რომ პროსტიტუციის განხორციელება კერძო სივრცეში ან მისი შეთავაზება ონლაინ პლატფორმების მეშვეობით ვერ გამორიცხავს არასრულწლოვანებზე ზეგავლენის შესაძლებლობას . ციფრული სივრცის თავისებურებიდან გამომდინარე , არასრულწლოვანებს შესაძლოა , ჰქონდეთ წვდომა (მათ შორის , შემთხვევითი ) პროსტიტუციის შეთავაზების შემცველ მასალებზე , მათ შორის , სარეკლამო განცხადებებსა თუ ვიზუალურ კონტენტზე , რაც გარკვეულ გავლენას ახდენს მათ აღქმებზე , ღირებულებით ორიენტირებსა და ქცევით მოდელებზე . ანალოგიურად , კერძო სივრცეში პროსტიტუციის არსებობა , მიუხედავად იმისა , რომ ამცირებს ქმედებების საჯარო დემონსტრირებას , მთლიანად არ გამორიცხავს არასრულწლოვანთა მხრიდან , ინფორმაციის მიღების , აღქმების ფორმირების ან ქცევის ნორმალიზაციის რისკს .

47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , სადავო ნორმა წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ეფექტიან მექანიზმს , რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვებიპროსტიტუციადაიგივე ქმედება , ჩადენილი განმეორებით , ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში “, ამ თვალსაზრისით , არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას .

2.2.5.2. ჯანმრთელობის დაცვა

48. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა , რომ სადავო შეზღუდვა ასევე ემსახურება ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას . როგორც აღინიშნა , სექსუალური კონტაქტი წარმოადგენს არაერთი დაავადების , მაგალითად , აივ ინფექციის გადადების ერთ -ერთ ძირითად საშუალებას . შესაბამისად , პირები , რომლებიც , მათი საქმიანობიდან გამომდინარე , სექსუალურ კონტაქტს ამყარებენ სხვადასხვა პირთან , წარმოადგენენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირების და მათი სხვა პირთათვის გადაცემის მომეტებული რისკის მატარებელ პირებს . შესაბამისად , ამგვარი ქმედების პოტენციალი მნიშვნელოვნად სცილდება მხოლოდ სექსუალური ურთიერთობის მხარეების ჯანმრთელობის დაზიანებას და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის .

49. საგულისხმოა , რომსაქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას , უზრუნველყოს მისი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზესაქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი , ირაკლი ვაჭარაძე , ლევან ბერიანიძე , ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ “, II-70). აღნიშნული ვალდებულების აღსრულების ფარგლებში , სახელმწიფო , მათ შორის , უფლებამოსილია , პასუხისმგებლობას დაუქვემდებაროს იმგვარი აქტივობები , რომლებიც მომეტებულად წარმოადგენს დაავადებების გავრცელების წყაროს და , მაშასადამე , საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას .

50. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება , განსაკუთრებით ზოგიერთი მათგანისთვის (მაგალითად , აივ , ადამიანის პაპილომავირუსი , გონორეა , სიფილისი ) დამახასიათებელი გავრცელების სიხშირისა და პრევალენტობის , ჯანმრთელობაზე ზემოქმედების პოტენციური შედეგების , მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბების პოტენციალის გათვალისწინებით , წარმოადგენს სწორედ მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის და , შესაბამისად , მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფოსათვის . პრაქტიკული თვალსაზრისით , სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია , მათი დიაგნოსტირება , მკურნალობა და მონიტორინგი , სახელმწიფოს ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში , ყოვლისმომცველი სტრატეგიების შემუშავებასა და იმპლემენტაციასთან , მათ შორის , სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შექმნასთან არის დაკავშირებული , რაც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან , მნიშვნელოვანი ფინანსური , ორგანიზაციული და ადამიანური ძალისხმევის გაწევას გულისხმობს .

51. მაგალითად , „აივ ინფექცია /შიდსის შესახებსაქართველოს კანონის მე -7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად , სახელმწიფოს მიერ უზრუნველსაყოფ საკითხად მიიჩნევა აივ ინფიცირებულთა /შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკის , მკურნალობის , პროფილაქტიკის , მხარდაჭერის /ხელშეწყობისა და მოვლის დროულობა და უწყვეტობა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში , ქვეყანაში აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად . აღსანიშნავია , რომსაქართველოს 2023-2025 წლების აივ /შიდსის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 6 სექტემბრის №65/ ბრძანების დანართით დამტკიცებულიასაქართველოს 2023-2025 წლების აივ /შიდსის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა “. სამოქმედო გეგმის შესაბამისად , ზოგად პოპულაციაში აივ პრევალენტობის დაბალი მაჩვენებლის არსებობის მიუხედავად , საქართველო ეპიდემიის გავრცელების მნიშვნელოვანი რისკის წინაშე მდგარად მიიჩნევა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით , რომელთა შორისაც , აღნიშნულია ზოგადად მოსახლეობაში აივ ინფექციის სქესობრივი გზით გავრცელების საფრთხე და მაღალი რისკის ჯგუფებისთვის დამახასიათებელი მაღალი მობილობა .

52. მაშასადამე , „სექსმუშაკებისქმედებაანაზღაურების სანაცვლოდ სხვადასხვა პირთან სექსუალური კონტაქტის დამყარება , წარმოადგენს იმგვარ ქმედებას , რომელიც ქმნის ადამიანთა ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი , სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების მნიშვნელოვან რისკს . ამასთან , ამგვარი დაავადებების დიაგნოსტირება , მკურნალობა და მონიტორინგი კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს , რომელზე ადამიანთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემის მხრიდან გასაწევი მნიშვნელოვანი ფინანსური და ადმინისტრაციული ძალისხმევის საგანია . ამგვარ პირობებში , კანონმდებელი უფლებამოსილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს სუბიექტს , რომელიც მისი სარისკო სექსუალური ქცევის მეშვეობით , უშუალოდ წარმოადგენს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის წარმოქმნის რეალურ წყაროს .

53. დამატებით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის არგუმენტზე , რომელიც დაკავშირებულია სამედიცინო სერვისებზე „სექსმუშაკებისხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან . ამ თვალსაზრისით , გასათვალისწინებელია , რომ მოსარჩელე მხარე აპელირებს არა , მაგალითად , სადავო მოწესრიგების ეფექტიანობით , საკუთრივ „სექსმუშაკებისათვისგანკუთვნილი სამედიცინო პროგრამების მოთხოვნისა თუ მასში მონაწილეობის შეზღუდვაზე , არამედ მისი არგუმენტაცია მიემართება იმას , რომ სადავო ნორმა იწვევს „სექსმუშაკებისმხრიდან , ზოგადად , ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილეობაზე თავშეკავებას . კერძოდ , მოსარჩელის პოზიციით , ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშიდან გამომდინარე , ინფექციის მაღალი რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი თავს არიდებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში მონაწილეობას , რაც ხელს უწყობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მეტად გავრცელებას .

54. ამ მხრივ , ხაზგასასმელია , რომ სადავო ნორმა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „სექსმუშაკისკონკრეტული ქმედებისათვისპროსტიტუციისთვის . სადავო ნორმას არ გააჩნია „სექსმუშაკისჯანდაცვის პროგრამებში მონაწილეობაზე ზემოქმედების , მათ შორის , ამგვარი შესაძლებლობის შეზღუდვის ნორმატიული რესურსი . უფრო მეტიც , აღნიშნულის საპირისპიროდ , მაგალითად , აივ ინფექციასთან მიმართებით , „საქართველოს 2023-2025 წლების აივ /შიდსის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 6 სექტემბრის №65/ ბრძანების დანართით დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია , რომ „სექსმუშაკებისათვის “, როგორც მაღალი რისკის ჯგუფისთვის , გათვალისწინებულია აივ პრევენციული სერვისები .

55. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ სადავო მოწესრიგება არ არღვევს თანაზომიერების პრინციპის ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნას და იცავს სამართლიან ბალანსს კერძო და ჯანმრთელობის დაცვის საჯარო ინტერესებს შორის . შესაბამისად , საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვებიპროსტიტუციადაიგივე ქმედება , ჩადენილი განმეორებით , ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაშიარ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე -12 მუხლის მოთხოვნებს .

3. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დაცული სფერო

56. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს , რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვებიპროსტიტუციადაიგივე ქმედება , ჩადენილი განმეორებით , ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაშიაგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველ წინადადებას .

57. საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად , არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის , რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა . ხსენებული კონსტიტუციური დებულება მოიცავსმრავალ გარანტიას , რომელთა ერთობლიობაც ქმნის პირის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ საფუძვლებს და იცავს მას სახელმწიფოს თვითნებობისა თუ მიკერძოებული დევნისაგან “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზეზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ “, II-110). დასახელებული კონსტიტუციური დებულებით დაცულ უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნა .

58. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , „კონსტიტუციურსამართლებრივად პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული , თუ პირმა იცოდა ან შეეძლო წინასწარ განესაზღვრა კანონმდებლობით აკრძალული ქმედების არსი და მისგან მომდინარე შესაძლო შედეგები . პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განსაზღვრულობის მოთხოვნის მთავარი დანიშნულება იმაში მდგომარეობს , რომ ნორმის ადრესატმა შეძლოს მისი შინაარსის სწორად აღქმა , აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა . აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს , სამართლებრივი უსაფრთხოების , კანონიერებისა და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპებისაგან “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-29). „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ხარისხობრივი სტანდარტები ქმნის გარანტიას , რომ პირმა შეძლოს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარება მისი სურვილების შესაბამისად . მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობის პირობებში პირს აქვს შესაძლებლობა , საკუთარი ქცევა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს , არ ჩაიდინოს აკრძალული ქმედება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-4).

59. იმავდროულად , რამდენადაც პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები აწესრიგებენ ურთიერთობათა ფართო , წინასწარ არაიდენტიფიცირებად და დინამიკურ სპექტრს , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად , პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ფორმულირებისას არ გამოირიცხება ზოგადი , ინტერპრეტირებადი თუ კონკრეტული სფეროსათვის დამახასიათებელი ტერმინების გამოყენება . „საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -9 პუნქტთან მიმართებით per se არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევა აბსტრაჰირების გარკვეული ხარისხით შემუშავებული ნორმების პასუხისმგებლობის დამდგენ საკანონმდებლო სივრცეში არსებობა . წინააღმდეგ შემთხვევაში , სამართლის ნორმა , გრძელვადიან პერსპექტივაში , ვერ შეასრულებს ურთიერთობათა მრავალფეროვანი და სწრაფად ცვალებადი სპექტრის მოწესრიგების მასზე დაკისრებულ ფუნქციას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-35). ამ თვალსაზრისით , „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციური მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც , როდესაც მის ადრესატს შეუძლია სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა , მათ შორის , იურისტებისა და სხვა სფეროს სპეციალისტების დახმარებით “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-13).

60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის შინაარსის აღქმის გამარტივებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საერთო სასამართლოს . დადგენილია , რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის უზრუნველყოფის ერთ -ერთ  უმნიშვნელოვანეს მექანიზმს სწორედ საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკა წარმოადგენს . საერთო სასამართლოების პრაქტიკაში ნორმის ერთგვაროვნად განმარტება და გამოყენება , ნორმის შინაარსის განსაზღვრულობის უმთავრესი ინდიკატორია (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-37). იმავდროულად , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით , არ გამოირიცხება საერთო სასამართლოების შესაძლებლობა , ახლებურად განმარტონ პასუხისმგებლობის დამდგენი კანონმდებლობა , თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნააამგვარი განმარტების ნეგატიური სამართლებრივი შედეგები არ გავრცელდეს პირზე , რომელსაც ნორმის განმარტების დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე , ობიექტურად არ შეეძლო , განესაზღვრა აკრძალული ქმედების შინაარსი . დამატებით  გასათვალისწინებელია ის გარემოებაც , რომ საერთო სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი კანონმდებლობის განმარტების ფარგლები შეზღუდულია . მან ნორმა არ უნდა განმარტოს ისე , რომ მას არაგანჭვრეტადი შინაარსი მიანიჭოს . პირს ვერ ექნება მოლოდინი , რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის რამდენიმე შესაძლო განმარტებისას , მის მიმართ გამოყენებული იქნება ის შინაარსი , რომელიც ყველაზე მძიმე შედეგს აყენებს (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-20, 21, 22).

61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ზოგადი ფორმულირებით შემუშავებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ისეთ შემთხვევაში , როდესაც მათ შინაარსთან და განმარტება -გამოყენებასთან დაკავშირებით : ( ) არსებობს საერთო სასამართლოების განსხვავებული /ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა ; ( ) საერთო სასამართლოების პრაქტიკის ცვლილების შედეგად , სამართლის ნორმის ახლად ჩამოყალიბებული ნორმატიული შინაარსი გავრცელდება ამ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე ; ან /და ( ) პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება სადავო ნორმის ზედმეტად ფართო , წინასწარ განუსაზღვრელი განმარტების შედეგია (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-23). ხოლო იმ შემთხვევაში , როდესაც პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განმარტება /გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს საერთო სასამართლო პრაქტიკა , ნორმის განჭვრეტადობის პრობლემის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს , რომ სახეზეა მისი არაგანჭვრეტადი შინაარსით ავტორიტეტული განმარტების /გამოყენების ფაქტი (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-36).

3.2. სადავო ნორმის შესაბამისობა განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან

62. მოსარჩელე მხარის განმარტებით , სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს , რამდენადაც ნათლად არ არის ფორმულირებული სამართალდარღვევის ობიექტური შემადგენლობის ფარგლები . მოსარჩელის პოზიციით , არც სადავო ნორმა და არც სხვა ნორმატიული აქტი არ შეიცავსპროსტიტუციისგანმარტებას . ამდენად , ბუნდოვანია , რა ითვლება პროსტიტუციად , ფულადი ანაზღაურების , საქონლის მიღების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობა თუ ანაზღაურების გარეშე პირთა ფართო წრესთან უსასყიდლო სექსუალური ურთიერთობის დამყარება . მოსარჩელისთვის ასევე პრობლემას წარმოადგენს იმის განსაზღვრა , როდის ჩაითვლება სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი დასრულებულად , სექსუალური მომსახურების ფასის , ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თუ მომსახურების გაწევის ან თანხის მიღების მომენტიდან . მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზეც , რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არ ხდება პროსტიტუციად მოაზრებული ქმედების , სამართალდარღვევის ობიექტური მხარის აღწერა . დამატებით , მოსარჩელე მიუთითებს იმაზე , რომ ნორმის გამოყენების არსებული პრაქტიკა არ გამორიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სამომავლოდ ნორმის განსხვავებულად გამოყენების , მისი იმ ქმედებაზე გავრცელების შესაძლებლობას , რომელიც არსებული პრაქტიკით პროსტიტუციად არ მიიჩნევა .

63. მოპასუხე მხარის პოზიციით , პროსტიტუცია წარმოადგენს საზოგადოებისათვის ნაცნობ ტერმინს . კერძოდ , იგი გულისხმობს სექსუალური მომსახურების გაწევას ანაზღაურების სანაცვლოდ . მოპასუხე მხარის არგუმენტაციით , სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია , მინიმუმ , ორი მხარის : სექსუალური მომსახურების გამწევისა და მომსახურების მიმღების არსებობა . იმავდროულად , შესაძლოა , ანაზღაურება გამოხატული არ იყოს ფულადი სახით , არამედ იგი  გულისხმობდეს მატერიალური სარგებლის მიღებას . მოპასუხის აღნიშვნით , სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრება ქმედების განხორციელება , როგორც საჯარო თავშეყრის , ასევე არასაჯარო ადგილას . მოპასუხე მხარე განმარტავს იმასაც , რომ პროსტიტუციის ნაწილად მოიაზრება  როგორც პირისპირ შეთანხმება და მომსახურების გაწევა , ასევე დისტანციურად , სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და მომსახურების გაწევა , რამდენადაც  შეთავაზების ხერხის განურჩევლად , შედეგობრივად , აღნიშნული დაკავშირებულია მომსახურების გაწევასთან .

64. მოწმის , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლის , მარიამ კერესელიძის მითითებით , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროსტიტუციას განმარტავს , როგორც სექსუალური მომსახურების გაწევას ფულადი თანხის სანაცვლოდ . მოწმის განცხადებით , საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი დადგენილებები აგრეთვე შეიცავს მინიშნებას პროსტიტუციის ანალოგიურად განმარტების თაობაზე . ამასთან , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პირს სამართალდამრღვევად მიიჩნევს და ადმინისტრაციულ სანქციას აკისრებს იმ ეტაპზე , როდესაც მხარეები მომსახურების სანაცვლოდ თანხმდებიან ანაზღაურებაზე . მოწმის მითითებით , სადავო რეგულირება ნორმის შემფარდებელს არ ზღუდავს , მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევებზეც , როდესაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება დისტანციურად , ვებგვერდის მეშვეობით , თუმცა სამინისტროს ამ ეტაპზე ამგვარი პრაქტიკა არ გააჩნია .

65. როგორც აღინიშნა , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად , სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თვითკმარ ინდიკატორს არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ფორმულირებისას , ზოგადი ტერმინების გამოყენება . „დასაშვებია , პასუხისმგებლობის დამდგენი ისეთი ზოგადი საკანონმდებლო ნორმის მიღება , რომელიც გონივრულობის ფარგლებში ექვემდებარება განმარტებას და , ამ გზით , უზრუნველყოფს მისი მოქმედების სფეროში მოქცეული დაცული სიკეთის ხელყოფის ყველა შესაძლო შემთხვევის დასჯადობას “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-12). ამ თვალსაზრისით , განსაზღვრულობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად , აუცილებელია , პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ადრესატებს შეეძლოთ მისი შინაარსის სწორად აღქმა , აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-29). აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც , როდესაც ნორმის ადრესატს შეუძლია სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა , მათ შორის , იურისტებისა და სხვა სფეროს სპეციალისტების დახმარებით (იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-13).

66. განსახილველ შემთხვევაში , მოსარჩელე მხარე აპელირებს ტერმინის – „პროსტიტუცია “ – შინაარსის განუსაზღვრელობაზე . მოსარჩელე მხარე , უპირველესად , მიუთითებს იმ გარემოებაზე , რომ განჭვრეტადი არ არის , პროსტიტუცია წარმოადგენს ანაზღაურებად ქმედებას  თუ შესაძლოა , მასში ასევე მოიაზრებოდეს არაანაზღაურებადი ქმედებაც . ხაზგასასმელია , რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ცალკეული ზოგადი ტერმინის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან შესაბამისობის და მისი გონივრულობის ფარგლებში განმარტების შესაძლებლობის შეფასებისას , სხვა ფაქტორებთან ერთად , ყურადღება უნდა მიექცეს თავად ტერმინით აღწერილი ქმედების შინაარსის ირგვლივ არსებულ საზოგადოებრივი ცნობიერების საკითხსკერძოდ , რამდენად ერთგვაროვანია მის შინაარსთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული აღქმა . კანონმდებლის მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი სამართლებრივი ნორმის ფორმულირებისას , ზოგადი ტერმინის გამოყენების შესაძლებლობა განსაკუთრებით შეზღუდულია ისეთ შემთხვევებში , როდესაც ზოგადი ტერმინით აღწერილი ქმედება არ არის ცალსახა და მკაფიო ნორმის ადრესატებისათვის , საზოგადოებაში მისი შინაარსის ირგვლივ არ არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი (მაგ ., იხ ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს მთავარი არხი “, „შპს ტელეკომპანია პირველი “, „შპს ტელეკომპანია კავკასია “, „შპს ფორმულა “, ირაკლი საღინაძე , გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-18; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/8/926 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-36). აღნიშნულის საპირისპიროდ , განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან შეუსაბამო არ არის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ზოგადი ტერმინით ფორმულირება სანქცირებას დაქვემდებარებული იმგვარი ქმედების აღსაწერად , რომლის შინაარსთან მიმართებითაც საზოგადოებაში არსებობს დამკვიდრებული აღქმა და , აღნიშნულიდან გამომდინარე , ნორმის ადრესატთათვის გასაგებია აკრძალული ქმედების ძირითადი არსი .

67. ამ თვალსაზრისით , აღსანიშნავია , რომ სადავოდ გამხდარი სიტყვა – „პროსტიტუცია “ – აღწერს ადამიანთა ერთ -ერთ უძველეს აქტივობად მიჩნეულ , საყოველთაოდ ცნობილ სოციალურ ფენომენს . იგი უძველესი დროიდან დღემდე წარმოადგენს ადამიანთა ცხოვრების თანმდევ მოვლენასპროსტიტუცია დამახასიათებელი იყო ყველა ეპოქისა და კულტურისათვის . იმავდროულად , არსებობს კონსენსუსი და საზოგადოებაში დამკვიდრებული აღქმა იმის თაობაზე , რომ , ზოგადად , პროსტიტუციით დაკავება დაკავშირებულია მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევასთან . ამავდროულად , პროსტიტუციის ამგვარი აღქმა ემთხვევა სადავო ნორმის არსის ირგვლივ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ განვითარებულ არგუმენტაციას . ამგვარ პირობებში , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის სარწმუნოობას იმის თაობაზე , რომ პროსტიტუციად მოაზრებული ქმედების ზოგადი დეფინიციის სახით ფორმულირება  განაპირობებს პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას იმგვარი ქმედებისათვის , რომელიც დაკავშირებულია პირთან უსასყიდლოდ /ანაზღაურების გარეშე სექსუალური ურთიერთობის დამყარებასთან .

68. სადავო ნორმის ბუნდოვანების წარმოსაჩენად , მოსარჩელე მხარე აგრეთვე აღნიშნავს , რომ ნორმა მკაფიოდ არ განსაზღვრავს , კონკრეტულად რომელი ქმედებები ექვემდებარება აკრძალვას და რა მომენტიდან დგება პასუხისმგებლობა . ამ მხრივ , გასათვალისწინებელია , რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველ წინადადებასთან შეუსაბამობას ვერ განაპირობებს ის გარემოება , რომ მისი ფორმულირებისას კანონმდებელი დეტალიზების მაღალი ხარისხით არ უთითებს სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების შინაარსს , მის ცალკეულ ელემენტებს . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია , რომ ამგვარ ვითარებაში , პასუხისმგებლობის დამდგენი ზოგადი ნორმების შინაარსის აღქმის გამარტივებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვან ფუნქციას საერთო სასამართლოები ასრულებენ . პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ირგვლივ საქართველოს საერთო სასამართლოთა განმარტებები წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს , რომლის ფარგლებშიც ხდება კონკრეტული სამართალდარღვევის შინაარსის გონივრული განმარტება , ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის საჭირო ელემენტების განსაზღვრა და მისადაგება ცალკეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისადმი . „საერთო სასამართლოებს ნორმატიული აქტების განმარტების , დაზუსტებისა და განვრცობის გზით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სამართლის განვითარებაში . საერთო სასამართლოები განმარტებისა და დაზუსტების გზით დინამიკურ , ცვლად გარემოებებს არგებენ კანონმდებლობის მოთხოვნებს , რათა ნორმატიული აქტები და მათი განმარტებები შეესატყვისებოდეს მუდმივად ცვალებად სამართლებრივ ურთიერთობებს “ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-19).

69. ამ თვალსაზრისით , როგორც აღინიშნა , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ზოგადი ფორმულირებით შემუშავებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ისეთ შემთხვევაში , როდესაც მათ შინაარსთან და განმარტება -გამოყენებასთან დაკავშირებით : ( ) არსებობს საერთო სასამართლოების განსხვავებული /ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა ; ( ) საერთო სასამართლოების პრაქტიკის ცვლილების შედეგად , სამართლის ნორმის ახლადჩამოყალიბებული ნორმატიული შინაარსი გავრცელდება ამ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე ; ან /და ( ) პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება სადავო ნორმის ზედმეტად ფართო , წინასწარ განუსაზღვრელი განმარტების შედეგია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-23). ხოლო იმ შემთხვევაში , როდესაც პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განმარტება /გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს საერთო სასამართლო პრაქტიკა , ნორმის განჭვრეტადობის პრობლემის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს , რომ სახეზეა მისი არაგანჭვრეტადი შინაარსით ავტორიტეტული განმარტების /გამოყენების ფაქტი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზეგიორგი უგულავა , ნუგზარ კაიშაური , დავით წიფურია , გიზო ღლონტი , გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “, II-36). შესაბამისად , მოსარჩელე მხარეს  სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად  ეკისრება ვალდებულება , დაასაბუთოს სადავო ნორმის ირგვლივ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევის არსებობა .

70. მოცემულ შემთხვევაში , მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციური სარჩელისა და არც საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში არ მიუთითებია სადავო ნორმის ირგვლივ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევის არსებობის თაობაზე . კერძოდ , მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია საერთო სასამართლოების განსხვავებული /ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა სადავო ნორმის ირგვლივ . ამასთან , საქმის განხილვის ფარგლებში , არ გამოკვეთილა , რომ განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და ნორმის ახლად იდენტიფიცირებული შინაარსი გავრცელდა ამგვარ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებაზე .

71. ამასთან , მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია არც სადავო ნორმის მეტისმეტად ფართო , მისი არსის საწინააღმდეგო ავტორიტეტული განმარტების /გამოყენების შემთხვევებზე . საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე , მოპასუხე მხარის და მოწმის , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის პოზიციებიდან იდენტიფიცირებადია , რომ სადავო სამართალდარღვევა მოიცავს პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ქმედებათა ფართო სპექტრს . მაგალითად , მოწმის პოზიციიდან გამოირკვა , რომ პირი სამართალდარღვევად მიიჩნევა მხარეების მიერ მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებაზე შეთანხმების მომენტიდან . ამასთან , სადავო რეგულირება ნორმის შემფარდებელს არ ზღუდავს , მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევებზეც , როდესაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება დისტანციურად , ვებგვერდის მეშვეობით . საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა არაორაზროვნად მიუთითა , რომ პროსტიტუციის ნაწილად მოიაზრება  როგორც პირადად შეთანხმება და მომსახურების გაწევა , ასევე დისტანციურად , სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება , რამდენადაც , შეთავაზების ხერხის განურჩევლად , შედეგობრივად , აღნიშნული დაკავშირებულია სექსუალური მომსახურების გაწევასთან . მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია , რომ რომელიმე ზემოაღნიშნული განმარტება სადავო ნორმის ზედმეტად ფართო , წინასწარ განუსაზღვრელი განმარტებაა .

72. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით , საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს , რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვებიპროსტიტუციადაიგივე ქმედება , ჩადენილი განმეორებით , ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაშიარ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31- მუხლის მე -9 პუნქტის პირველ წინადადებას .

 

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე -60 მუხლის მე -4 პუნქტისქვეპუნქტის და მე -5 პუნქტის , „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის , 21- მუხლის მე -2, მე -5, მე -8 და მე -11 პუნქტების , 25- მუხლის პირველი , მე -3 და მე -6 პუნქტების , 27- მუხლის მე -5 პუნქტის , 39- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის და მე -2 პუნქტის , 43- , 45- და 47- მუხლების საფუძველზე ,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

:

1. არ დაკმაყოფილდეს №1354 კონსტიტუციური სარჩელი („ . . საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “).

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან .

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება .

4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი .

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს , საქართველოს პრეზიდენტს , საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს .

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოსსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეს “.

 

კოლეგიის შემადგენლობა :

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში