“საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის დადგენის თაობაზე” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 26 დეკემბრის №89 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

“საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის დადგენის თაობაზე” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 26 დეკემბრის №89 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 03/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016102
95
03/04/2026
ვებგვერდი, 06/04/2026
290160000.60.072.016102
“საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის დადგენის თაობაზე” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 26 დეკემბრის №89 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №95

2026 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 26 დეკემბრის №89 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საპენსიო აქტივების ინვესტირების წესის დადგენის თაობაზე” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 26 დეკემბრის №89 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2024, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016096) დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება და წესის მე-9 მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) C1 და C2 მიმართულებით საპენსიო აქტივების არაუმეტეს 25% თითოეული კომერციული ბანკისთვის ან შვილობილი კომერციული ბანკისთვის. ამ წესის მე-8 მუხლით განსაზღვრული, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ, მინიმალური რეიტინგის არმქონე თითოეულ კომერციულ ბანკში განთავსებული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი საპენსიო აქტივების 10%-ს. ამასთან, საპენსიო აქტივების სულ მცირე 5% ყოველთვის უნდა იყოს განთავსებული აქტივების C1 მიმართულებაში;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი