„საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/04/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025696
147
03/04/2026
ვებგვერდი, 06/04/2026
010220020.10.003.025696
„საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №147 

2026 წლის 3 აპრილი

   ქ. თბილისი

„საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს №314 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 15 აგვისტოს  №314 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/08/2023,  010220020.10.003.024147) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:

1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.“.

2. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.“.

3. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი.“.

4. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების −  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე