დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.22.033.018008 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმებისა და წესის, აგრეთვე საინვესტიციო ოქროს შესაბამისი ოქროს მონეტების სიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №72 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.018002) დამტკიცებული „საინვესტიციო ოქროს სტატუსის დადგენის დამატებითი კრიტერიუმების და წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საინვესტიციო ოქროს (გარდა მონეტებისა) იმპორტში დეკლარირებისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „უ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის გამოყენების მიზნით აუცილებელია: ა) ოქროს ზოდზე/ფირფიტაზე დატანილი იყოს: ა.ა) მწარმოებლის გადამამუშავებელი ქარხნის ლოგო/აღნიშვნა; ა.ბ) პროდუქციის სერიული ნომერი; ა.გ) სინჯის აღმნიშვნელი დამღა და წონა; ბ) დეკლარანტმა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია და ინფორმაცია: ბ.ა) ASSAY სერთიფიკატი ან დაუზიანებელი შეფუთვა, სადაც მწარმოებლის მიერ დატანილია ASSAY სერთიფიკატის შესაბამისი ინფორმაცია; ბ.ბ) ინვოისი/ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია ოქროს ზოდის/ფირფიტის სერიული ნომერი, სინჯის აღმნიშვნელი დამღა და წონა.“. 2. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა ორგანოს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა: ა) თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილია; ბ) ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გადამოწმების/სრულყოფილად შესწავლის მიზნით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები