დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი გადახდის წესისა და ოდენობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.151.016418 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 და მე-6 პუნქტების, მე-6 მუხლის, 121 მუხლის, 131 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლები და განისაზღვროს მათი გადახდის წესი და ოდენობა შემდეგი სახით:
1. “მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია” (დანართი №1). 2. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია“ (დანართი №2). 3.,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია იურიდიული პირებისათვის'' (დანართი N3). 4. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია“ (დანართი №4). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 02/03/2011, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.151.016027). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია
მუხლი 1 1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებელი მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი. 2. მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის განისაზღვროს 2 ლარით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის – 5 ლარით. 3. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისთვის განისაზღვროს 0,50 ლარით. 4. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა მე-2 კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარით, მე-3 კლასის ობიექტებისთვის 200 ლარით, ხოლო მე-4 კლასის ობიექტებისთვის – 400 ლარით. 5. მოსაკრებლის გადახდისგან შეიძლება გათავისუფლდეს ან შეღავათი დაუწესდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.
დანართი №2 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია
მუხლი 1 1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობებს, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად მართვას. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი წარმოადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს და წარმოადგენს აუცილებელ გადასახდელს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. 4. მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში წარმოქმნიან ნარჩენებს. 5. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში. 6. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის სამსახური და ის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელთანაც ფორმდება კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების ორგანიზების ხელშეკრულება. 7. მოსაკრებლის ოდენობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს თვეში 1 (ერთი) ლარის ოდენობით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. 8. მოსაკრებლის ოდენობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის განისაზღვრება დანართი №3-ის შესაბამისად. 9. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირის ოჯახის წევრთა რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდა მომდევნო თვიდან უნდა მოხდეს ცვლილებების გათვალისწინებით. 10. მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდა ცვლილების შესაბამისად უნდა განხორციელდეს მომდევნო თვიდან. 11. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი მომდევნო თვიდან გადაიხდება ახალი ადგილსამყოფელის მიხედვით. 12. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 13. დადგენილებით განსაზღვრული მოსაკრებლის ახალი განაკვეთი ვრცელდება მისი ძალაში შესვლის დღიდან. 14. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს დადგენილების ძალაში შესვლამდე წინასწარ აქვს გადახდილი მომსახურების საფასური, მათ შორის, იმ პერიოდისთვის, რომელზეც ვრცელდება ახალი განაკვეთი, იგი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში. 15. იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებულნი არიან ასეთად რეგისტრაციის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში) არაუგვიანეს ერთი თვისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას. 16. იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში აცნობონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ ორგანოს – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიას და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, ხელშეკრულება ან სხვ.). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა შეწყდება შეტყობინების განხორციელების დღიდან შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან. 17. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: 1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები/მათთან გათანაბრებული პირები და დაღუპულთა ოჯახები. 2. დევნილები და თავშესაფრის მაძიებელები. 3. ის პირები, რომლებიც ცხოვრობენ (ან/და მათი იურიდიული მისამართია) მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და გატანის სერვისი. 4. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 001-ს. 5. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ის არაკომერციული იურიდიული პირები, რომლებიც 100%-ით ფინანსდებიან ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 6. გარდა ამ პუნქტის „1-ლი–მე-5“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილოს ინდივიდუალურად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანებით შექმნილ კომისიაზე განხილვის წესით. 18. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი დავალიანება გადავა ახალ მესაკუთრეზე.
დანართი №3
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია იურიდიული პირებისათვის
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის, ორგანიზაციებისთვის და დაწესებულებებისთვის განისაზღვროს შემდეგი ფორმულის სახით: მ = გ x რ, სადაც: მ არის ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი); გ – მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი); რ – ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართობი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).
დანართი №4 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადახდისა და ოდენობის განსაზღვრის ინსტრუქცია
მუხლი 1 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალის ინფრასტრუქტურის მოსაკრებლის გადამხდელია კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში არსებული შენობა-ნაგებობის მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) სარეაბილიტაციო არეალის განვითარების პროგრამის განხორციელების ვადით. 2. მოსაკრებლის ოდენობა საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული შენობა-ნაგებობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 1,5 ლარით თვეში. 3. შენობა-ნაგებობის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ დადგენილ ვადაში მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ამ დავალიანების ჯამი შეადგენს 3 თვის გადასახდელი თანხის ოდენობას, დავალიანების წარმოქმნის დღიდან მას ეკისრება საურავი ყოველ გადაცილებულ დღეზე მოსაკრებლის 0,07 პროცენტის ოდენობით. 4. თუ საურავის დარიცხვის ვალდებულების დადგომის შემდეგ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) გადაიხდის მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის ნაწილს, გადახდის მომდევნო დღიდან საურავის დარიცხვა გაგრძელდება მოსაკრებლის თანხის ფაქტობრივად დარჩენილ ნაწილზე, საურავის ნაწილის გარდა. 5. თუ მესაკუთრე (კანონიერი მოსარგებლე) საურავის დაკისრებიდან 6 თვის ვადაში ვერ უზრუნველყოფს მოსაკრებლის ან/და მასზე დარიცხული საურავის გადახდას, მუნიციპალიტეტის ორგანო უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მესაკუთრისათვის (კანონიერი მოსარგებლისათვის) მოსაკრებლისა და მასზე დარიცხული საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიებების მოთხოვნით. 6. მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება: 1. სარეაბილიტაციო არეალში განთავსებული ინფრასტრუქტურის მომსახურებისათვის განკუთვნილი ნაგებობები. 2. სარეაბილიტაციო არეალში სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, გარდა იმ შენობა-ნაგებობებისა, რომლებიც ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოიყენება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები