პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ

პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 0 26 00000756
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 03/04/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2026
სარეგისტრაციო კოდი
REG 0 26 00000756
03/04/2026
ვებგვერდი, 14/04/2026
პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

 ბრძანება №REG 0 26 00000756

2026 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

 

პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 27 აპრილის №02-889/ო ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრზე“ (ს/კ 212841424; ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა № 85/83ა) გაცემული „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000023) და ლიცენზიის დანართები -„ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000015), „ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000016), „აუტოფსიური საქმიანობა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000017).

2. დაევალოს სააგენტოს, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართების გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის“ (ს/კ 212841424) დირექტორის უფლებამოსილი პირის, სოფიო ანდღულაძის განცხადება: №411453, 30.03.2026. 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ლეილა ქოჩიაშვილი