პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ

პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 9 26 00000755
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 03/04/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2026
სარეგისტრაციო კოდი
REG 9 26 00000755
03/04/2026
ვებგვერდი, 14/04/2026
პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
სსიპ  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

ბრძანება № REG 9 26 00000755

2026 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

  პათოლოგანატომიური  საქმიანობის  ლიცენზიის  და  ლიცენზიის  დანართის  გაუქმების  შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის  №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, :

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2019 წლის 12 ივნისის №02-225/ო ბრძანება, შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „გორმედზე“ (ს/კ 417876711; ფაქტობრივი მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი № 14ა) გაცემული „პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა №000042) და ლიცენზიის დანართი – „ჰისტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა“ (სალიცენზიო მოწმობის დანართი №000064) .

2. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის და ლიცენზიის დანართის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64)

4.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,გორმედის’’ (ს/კ 417876711) დირექტორის უფლებამოსილი პირის, სოფიო ანდღულაძის განცხადება: №411426, 30.03.2026. 

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის

შემსრულებელი                                                                                                      ლეილა ქოჩიაშვი