დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025704 |
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აწარმოე საქართველოში რეორგანიზაციის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აწარმოე საქართველოში (შემდგომში − სააგენტო) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სააქციო საზოგადოებად, რომლის დამფუძნებელი პარტნიორია სახელმწიფო, წარმოდგენილი სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − ქონების სააგენტო) სახით.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების შესაბამისად, რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნებული სააქციო საზოგადოების საფირმო სახელწოდებად განისაზღვროს სს საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია (შემდგომში − კორპორაცია).
|
| მუხლი 3 |
სამინისტრომ, სააგენტომ და ქონების სააგენტომ უზრუნველყონ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
| მუხლი 4 |
ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრულების შემდგომ, სააგენტოს ვალდებულებებისა და ფუნქციების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს სამართალმემკვიდრედ/ უფლებამონაცვლედ ჩაითვალოს რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნებული კორპორაცია. ამასთან:
ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამები, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოქმედი ხელშეკრულებები/ გარიგებები და სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში შექმნილი სხვა დოკუმენტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ამასთან, სამინისტრომ საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამებში, ხოლო კორპორაციამ − სხვა ჩამოთვლილ დოკუმენტებში, სამართალმემკვიდრის/უფლებამონაცვლის ასახვის მიზნით, უზრუნველყონ შესაბამისი ქმედებების განხორციელება; ბ) ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, სააგენტოს დებიტორებსა და კრედიტორებს (მათ შორის, კომერციულ ბანკებს) ეცნობოთ ამ დადგენილებით განსაზღვრული გარემოების შესახებ.
|
| მუხლი 5 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, უზრუნველყოს:
ა) სააგენტოსთვის „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში დარჩენილი/აუთვისებელი რესურსის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება სამინისტროსთვის, შემდგომში, კორპორაციის მოთხოვნის საფუძველზე, კორპორაციისთვის გადასაცემად; ბ) „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის“ პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოსა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2021 წლის 17 მაისს გაფორმებული სესხის №9239-GE ხელშეკრულების ფარგლებში სააგენტოსთვის გახსნილი შესაბამისი ანგარიშისა და მასზე არსებული ნაშთის განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება სამინისტროსთვის, შემდგომში, კორპორაციის მოთხოვნის საფუძველზე, კორპორაციისთვის გადასაცემად.
|
| მუხლი 6 |
სახელმწიფო ხაზინაში არსებულ სააგენტოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრების) შემოსავლების ანგარიშსა და სააგენტოს საბანკო ანგარიშებზე განთავსებული საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღებული ან/და აკუმულირებული თანხები გადაეცეს კორპორაციას განკარგვის უფლებით.
|
| მუხლი 7 |
კორპორაციის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – სახაზინო სამსახურს:
ა) კორპორაციის აყვანა სახაზინო მომსახურებაზე; ბ) ამ დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრული ქმედების შესაბამისი აღრიცხვის განხორციელება; გ) ცნობად მიიღოს სამინისტროს მიერ წარდგენილი სააგენტოს/კორპორაციის ავანსებით ანგარიშსწორებების დამოწმება, რომლის საფუძველია კორპორაციის მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. |
| მუხლი 8 |
რეორგანიზაციის შედეგად კორპორაციის დაფუძნების მიზნით, ქონების სააგენტო უზრუნველყოფს:
1. სააგენტოს მიერ სამინისტროსთან შეთანხმებით შემუშავებული წესდების დამტკიცებას. 2. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნას შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე; გ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ნომინირებული ერთი დამოუკიდებელი წევრი. 3. სააგენტოს ბალანსზე რიცხული ქონების სრულად გადაცემას კორპორაციისათვის. 4. შესაბამისი უძრავ-მოძრავი ქონების კორპორაციის კაპიტალში შეტანას. |
| მუხლი 9 |
კორპორაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციისთანავე, დაევალოს ქონების სააგენტოს კორპორაციის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის მართვის უფლებით გადაცემა სამინისტროსთვის.
|
| მუხლი 10 |
დაევალოს სამინისტროს, კორპორაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციისთანავე, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის №173 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
|
| მუხლი 11 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები