დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მალთივერსის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი |
| მიღების თარიღი | 14/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
შპს„მალთივერსის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ნინო ჯელაძის 2026 წლის 23 მარტის №66 განკარგულების საფუძველზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მალთივერს“ (ს/ნ: 404598663) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შპს „მალთივერსის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. შპს „მალთივერსის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ.
2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3. შპს „მალთივერსის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. №1 (ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები