დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.025708 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის №375 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1479-Vმს-XIმპ) პირველი მუხლის საფუძველზე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 27 სექტემბრის №375 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/09/2023, 040030000.10.003.024208) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი. აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, 4 წლის ვადით. 2. აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს არჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია, საქსტატის მიერ საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე.“. 2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საბჭოს დანარჩენი 5 წევრი არ უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირი. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბჭოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს არჩევს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი დამოუკიდებელი საკონკურსო კომისია, საქსტატის მიერ საჯაროდ გამოცხადებული ღია კონკურსის საფუძველზე.“. 4. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“. 6. მე-5 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, ღია კონკურსის ჩატარების წესი და საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები