დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 18 დეკემბრის №05/34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016133 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის №1356-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლისა და „საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 აპრილის №131 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 18 დეკემბრის №05/34 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/12/2025, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.088.016102) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესი 1. ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება და რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. 2. ცენტრის დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. პირი ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება დაინიშნოს. 3. ცენტრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). 4. ცენტრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ან ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 5. ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე და/ან ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების შეწყვეტის ნებისმიერ სხვა შემთხვევაში მინისტრს უფლება აქვს, დანიშნოს ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. აგრეთვე მინისტრი უფლებამოსილია დირექტორის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში ან მისი არყოფნისას დირექტორის ფუნქციების დროებით შესრულება დააკისროს სხვა პირს. 6. ცენტრის დირექტორი თავისუფლდება თანამდებობიდან, თუ: ა) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი; გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; დ) დაიკავა მისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ახორციელებს შეუთავსებელ საქმიანობას; ე) მიმართა მინისტრს პირადი განცხადებით გათავისუფლების თაობაზე; ვ) გარდაიცვალა; ზ) ზედიზედ 4 თვის განმავლობაში ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას; თ) ჯეროვნად ვერ ასრულებს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, ცენტრის დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება: ა) მინისტრის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 1 თვით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ბ) მინისტრის ინიციატივით, რის თაობაზედაც მას ეცნობება 3 კალენდარული დღით ადრე და ეძლევა კომპენსაცია 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.“. |
| მუხლი 2 |
სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
|
| მუხლი 3 |
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები