დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120000000.22.026.017468 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 19 აგვისტოს №69 ბრძანებით (ვებგვერდი, 20/08/2024, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.22.026.017246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. პროგრამაზე, საკუთარი სურვილითა და სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიიღება: ა) სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე, საქართველოს ქმედურიანი მოქალაქე, რომლის ასაკი არ აღემატება 30 წელს, ფლობს სახელმწიფო ენას და არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტუდენტი (გარდა ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამის I-IV სემესტრის სტუდენტებისა და სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის I-II სემესტრის სტუდენტებისა) ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი; ბ) რიგითების, კაპრალების ან სერჟანტების შემადგენლობის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურე, რომლის ასაკი არ აღემატება 30 წელს და რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი (გარდა ოთხწლიანი საბაკალავრო პროგრამის I-IV სემესტრის სტუდენტებისა და სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის I-II სემესტრის სტუდენტებისა) ან აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები