,,შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“-სთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.017003
46
28/04/2026
ვებგვერდი, 29/04/2026
010250050.35.160.017003
,,შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო“-სთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2026 წლის 28 აპრილი

ქ. რუსთავი

,,შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოსთვის“ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგიერთ მუხლებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაბამისი სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის –ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის  ფორმის, შევსების,  ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 ნოემბრის №217 (www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 26/11/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.160.016653) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა)  დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის –ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება – „რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს“ (ს/ნ:216416180 ).“

ბ) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის და  დანართი №1-ის სახელწოდება განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);“

გ) დადგენილების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2).“

) დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში:

დ.ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებით უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს;“

.ბ)  მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სამართალსუბიექტი“ უფლებამოსილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევებში განახორციელოს შემოწმება და შეადგინოს შესაბამისი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.“

დ.გ) მე-3 მუხლის 41 პუნქტს „“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამავე კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“

დ.დ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის 41 პუნქტს „“  ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარემამუკა რეხვიაშვილი