დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.017004 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგაბული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2021 წლის 25 ნოემბრის №285 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 29/11/2021 წ., 010250020.35.160.016733) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.1 დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-96 მუხლის შესაბამისად და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე−35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 39-ე მუხლის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლის შესაბამისად სამართალდარღვევის საქმისწარმოებასა და პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენას; 1.2 დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ)“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის“ 552, 556, 771, 825(პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკებიბს რეალიზაციის ნაწილში), 1074, 1191, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1461, 148-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 150-ე,1501, 152-ე, 1522, 1525, 1526, 1527, 1528, 1529, 1533 მუხლის პირველი, და მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534, 1562, 1564, 1585-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის; 159-ე, 1591, 1662-ე მუხლებზე კანონით დადგენილი წესით დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სასკ-ის 825 (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაიის ნაწილში) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნიმუშის დალუქვის ღონისძიებების გარტარებას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები