დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11-23 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.017425 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის №10-4 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016461) პირველი მუხლით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებაში“ და დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა )„ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, თბილისის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების (საკრებულო, მერია, რაიონული გამგეობები, თბილისის მიერ დაფუძნებული სსიპ-ები და ააიპ-ები) და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული საწარმოების მიერ, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით, წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტისა და კვარტალური განაცხადის განხილვას, დადასტურებას და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში; არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბრუნებას; გ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით, თბილისის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების (საკრებულო, მერია, რაიონული გამგეობები, თბილისის მიერ დაფუძნებული სსიპ-ები და ააიპ-ები) და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღებას, დამუშავებას, დადასტურებას აღებული ვალდებულებების ფარგლებში და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში; წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების არასრულად ან/და არასწორად შევსების შემთხვევაში წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბრუნებას; დ) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით, თბილისის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების (საკრებულო, მერია, რაიონული გამგეობები, თბილისის მიერ დაფუძნებული სსიპ-ები და ააიპ-ები) და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული საწარმოების მიერ წარმოდგენილ წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღებას, დამუშავებას, დადასტურებას და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში; შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბრუნებას; ე) სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო მოთხოვნების მიღებას, დამუშავებას და დადასტურებას აღებული ვალდებულებების ფარგლებში და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში; წარმოდგენილი სავალუტო საგადახდო მოთხოვნების არასრულად ან/და არასწორად შევსების შემთხვევაში წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბრუნებას;“; გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები