დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | Nნ-3 |
| დოკუმენტის მიმღები | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 27/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350090000.64.076.016161 |
|
„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტისა და სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო წესის დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 25 სექტემბრის №ნ-16 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 26/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 350090000.64.076.016025) (შემდგომ – ბრძანება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
ბრძანების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის“ (დანართი №1):
|
ა)
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ფსიქომეტრია – სწავლის სფერო, რომელიც უკავშირდება უნარისა და შესაძლებლობის ობიექტურ გაზომვას.“; |
ბ)
მე-5 მუხლის:
|
ბ.ა)
მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასერტიფიკაციო პროგრამა მოიცავს სულ მცირე 4 (ოთხ) სასერტიფიკაციო გამოცდას: ა) „ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება“ – ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, ფასს სტანდარტების შესაბამისად, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე; ბ) „აუდიტი“ – აუდიტი, მარწმუნებელი მომსახურება და პროფესიული უნარები, პროფესიული სკეპტიციზმი და პროფესიული განსჯა, ეთიკური პრინციპები, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიმართ ვალდებულება, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე; გ) „ბიზნესის მართვა და რისკი“ – კორპორაციული მართვა, რისკის მართვა და შიდა კონტროლი, კვალიფიკაციის უმაღლეს დონეზე; დ) „ბიზნესსამართალი და საგადასახადო დაბეგვრა“ – ბიზნეს და საგადასახადო კანონმდებლობა, კვალიფიკაციის საშუალო დონეზე.“; |
ბ.ბ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სრული სასერტიფიკაციო პროგრამა უნდა უზრუნველყოფდეს პროფესიული კომპეტენციის თითოეული კომპონენტისათვის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას, კვალიფიკაციის მოთხოვნილ დონეზე.“;
|
გ)
მე-6 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. სასწავლო კურსის მიზანია, კანდიდატმა გამოიმუშაოს სასწავლო კურსის პროგრამით (სილაბუსით) გათვალისწინებული მოთხოვნილი პროფესიული კომპეტენცია.“;
|
დ)
მე-13 მუხლის:
|
დ.ა)
მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანდიდატს უმაღლეს დონეზე სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგი უნარჩუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დანარჩენ უმაღლესი დონის ყველა სასერტიფიკაციო გამოცდას ჩააბარებს პირველი უმაღლესი დონის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) წლის განმავლობაში.“;
|
დ.ბ)
მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროფესიული სერტიფიცირების მიზნებისათვის პირს, ამ სტანდარტის გათვალისწინებულ უმაღლესი დონის სასერტიფიკაციო გამოცდებზე დაშვებისთვის, დასრულებული უნდა ჰქონდეს სასწავლო კურსი სულ მცირე საშუალო დონეზე (გარდა ეკონომიქსისა, რომელშიც კანდიდატის კომპეტენცია შეიძლება დადასტურდეს საბაზო დონეზე) ამ სტანდარტით განსაზღვრულ ყველა საგანში – პროფესიული ორგანიზაციის სასერტიფიკაციო პროგრამის ან/და საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებული დისციპლინების (საგნების) ფარგლებში. პირი უფლებამოსილია ერთდროულად ერთჯერადად გავიდეს უმაღლესი დონის სასერტიფიკაციო გამოცდასა და საშუალო დონის გამოცდაზე, თუ საშუალო დონეზე დარჩენილი აქვს არაუმეტეს ერთი გამოცდისა.“;
|
ე)
მე-14 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პროფესიული კომპეტენციის შეფასების ღონისძიებას უნდა გააჩნდეს: ა) აუთენტურობა – შეფასების ღონისძიება აუთენტურია, თუ ის აფასებს სწავლის შედეგებს ისე, რომ ასახავდეს რეალურ სიტუაციებს, რომლის წინაშე სერტიფიცირებული ბუღალტერი დგება. აუთენტურობა არ არის აბსოლუტური საზომი, განსხვავებული შეფასების ღონისძიებას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული დონის აუთენტურობა; ბ) პატიოსნება – შეფასების ღონისძიება პატიოსნად წარიმართება, თუ ის დაგეგმილია, მიწოდებულია და ზედამხედველობა ხორციელდება შეფასების უსაფრთხოების, არასათანადო ადმინისტრირების და/ან დასრულების პოტენციური დარღვევების მინიმუმამდე შემცირებით. პატიოსნება არ არის აბსოლუტური საზომი, განსხვავებულ შეფასების ღონისძიებას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული დონის პატიოსნება; გ) შეფასების ვალიდობა – შეფასების ღონისძიება ვალიდურია, თუ ის ზომავს გამიზნული სწავლის შედეგებს. ვალიდობა არ არის აბსოლუტური მაჩვენებელი, პროფესიული კომპეტენციის შეფასებას შესაძლოა ვალიდობის განსხვავებული დონე ჰქონდეს. ვალიდობა სხვადასხვა ფორმით ხასიათდება და მოიცავს: გ.ა) გარეგნულ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება გარეგნულად ვალიდურია, თუ აშკარად ჩანს, რომ ღონისძიება ზომავს იმას, რის გასაზომადაც არის გამიზნული; გ.ბ) პროგნოზულ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება პროგნოზულია, თუ შეფასების შინაარსი დაკავშირებულია პროფესიული კომპეტენტურობის კონკრეტულ ასპექტთან, რომლის შესაფასებლადაც არის გამიზნული; გ.გ) შინაარსობრივ ვალიდობას – შეფასების ღონისძიება შინაარსობრივად ვალიდურია, თუ ის სათანადოდ მოიცავს პროფესიული კომპეტენტურობის კონკრეტულ ასპექტს, რომლის შესაფასებაც ხდება; დ) შეფასების სანდოობას – შეფასების ღონისძიება სანდოა, თუ ის იძლევა იდენტურ დასკვნას იდენტურ ვითარებაში (მათ შორის, რამდენჯერმე გადამოწმების შემთხვევაში). სანდოობა არ არის აბსოლუტური და შეფასებას შესაძლოა გააჩნდეს სანდოობის განსხვავებული მაჩვენებელი. პროფესიული კომპეტენციის შეფასების ღონისძიება სანდოობით გამოირჩევა, თუ შემფასებლების უმრავლესობა მსგავს გარემოებებში დამოუკიდებლად მოქმედებისას თანმიმდევრულად მიდის ერთსა და იმავე მოსაზრებამდე; ე) შეფასების თანასწორობას – შეფასების ღონისძიება თანასწორია, თუ ის სამართლიანი და მიუკერძოებელია. ყველა კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას წარმატებით დაასრულოს სასერტიფიკაციო პროგრამა. თანასწორობა მიიღწევა ისეთი შეფასების ღონისძიებით, რომელიც არის ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ყველა კანდიდატისათვის. თანასწორობა არ არის აბსოლუტური საზომი, განსხვავებულ შეფასების ღონისძიებას შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებული დონის სამართლიანობა; ე.ა) შეფასების ხელმისაწვდომობას – შეფასების ღონისძიება ხელმისაწვდომია, თუ ის უზრუნველყოფს ყველა პირის მონაწილეობას და სწავლის შედეგების მიღწევის დემონსტრირებას; ე.ბ) შეფასების ინკლუზიურობას – შეფასება ინკლუზიურია, თუ შეფასების ღონისძიება უზრუნველყოფს ყველა კანდიდატისთვის თანაბარი შესაძლებლობით მოახდინოს სწავლის შედეგების დემონსტრირება; ვ) შეფასების გამჭვირვალობას – შეფასების ღონისძიება გამჭვირვალეა, თუ შეფასების ღონისძიების ელემენტები, მათ შორის, შესაფასებელი კომპეტენციის სფეროები და შეფასების განხორციელების ვადები გასაჯაროებულია; ზ) შეფასების საკმარისობას – შეფასების ღონისძიება საკმარისია, თუ ის იცავს ბალანსს სიღრმესა და მოცულობას, ცოდნასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას შორის და აერთიანებს სხვადასხვა სიტუაციებსა და კონტექსტებში გამოყენებულ შინაარსს (მასალას).“; |
ვ)
24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირების ცალკეულ დისციპლინებს (საგნებს) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით – ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის, მენეჯმენტის, ფინანსების და ეკონომიკის პროგრამების ფარგლებში – 2027 წლის 1 იანვრამდე აღიარებენ პროფესიული ორგანიზაციები. ამ პუნქტის მიზნებისათვის პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, თავისი სასერტიფიკაციო პროგრამის ფარგლებში, მის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე უზრუნველყოს საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის დისციპლინების (საგნების) აღიარება მხოლოდ კომპეტენციის საბაზო დონეზე. 2. პროფესიული ორგანიზაცია, რომლის სასერტიფიკაციო პროგრამა აღიარდება სამსახურის მიერ, უფლებამოსილია ამ სტანდარტის ამოქმედებამდე ჩაბარებული გამოცდების შესაბამისად პირს ჩაუთვალოს შესაბამისი სასწავლო კურსი/საგანი და გაათავისუფლოს ამ სტანდარტით დადგენილი გამოცდებისგან (გარდა სასერტიფიკაციო გამოცდებისა).“. |
2.
ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ ,,პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტზე“ (დანართი №1) თანდართული „სასწავლო კურსი და სწავლის შედეგები“ (დანართი „ა“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„დანართი „ა“ სასწავლო კურსი და სწავლის შედეგები
“. |
3.
ბრძანების პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული ,,სასერტიფიკაციო პროგრამებისა და საგამოცდო პროცესის აღიარების წესის“ (დანართი №2) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სასწავლო კურსის პროგრამა (მატერიალური და ელექტრონული ფორმით);“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები