დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.125.016583 |
|
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2026 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №26 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 25/12/2025 წელი; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016572) დამტკიცებულ დანართში.
1. დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ოჯახები შვილის შეძენის შემთხვევაში. 3.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება: ა) პირველი, მეორე, მესამე შვილის შეძენის შემთხვევაში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; ბ) მეოთხე შვილის შეძენის შემთხვევაში 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით; გ) მეხუთე და შემდეგი შვილის შეძენის შემთხვევაში 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. 3.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი; დ) ქალაქის და შესაბამისი სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმის ცნობა ბავშვის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანის თაობაზე; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 3.3. სავალდებულოა ახალშობილი და ორივე მშობელი იყოს რეგისტრირებული და ფაქტობრივად მაცხოვრებელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაც დასტურდება მერის წარმომადგენლის (შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში) მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები