დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/137 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/04/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.024.016956 |
1-1/137
28/04/2026
ვებგვერდი, 29/04/2026
300300000.22.024.016956
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის
მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
|
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, № 117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს ცვლილება და 16¹ მუხლის მე-3 პუნქტის „კ.ა“ და „კ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ.ა) ელექტროენერგიის წარმოების შეზღუდვა უნდა განხორციელდეს შეზღუდვის პერიოდში ელექტროსადგურების (გარდა საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებისა) ელექტროენერგიისა და სიმძლავრის მოსალოდნელი დღეღამური დატვირთვის ბალანსით გათვალისწინებული გამომუშავების პროპორციული შემცირების გზით; კ.ბ) ელექტროენერგიის წარმოების შეზღუდვა არ ეხება ელექტროსადგურების მიერ საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტროენერგიის წარმოებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები