ქალაქ ბორჯომში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი) სახელწოდების მინიჭების შესახებ

ქალაქ ბორჯომში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი) სახელწოდების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17. 17261143
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/04/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016037
გ-17. 17261143
24/04/2026
ვებგვერდი, 30/04/2026
000000000.00.139.016037
ქალაქ ბორჯომში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი) სახელწოდების მინიჭების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-17.17261143

2026 წლის 24 აპრილი

ქ. ბორჯომი

 

ქალაქ ბორჯომში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტებისათვის (ჩიხი) სახელწოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი და მე-9 პუნქტების, მე-7 მუხლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2026 წლის 31 მარტის №51 ოქმის თანახმად,

1. განხორციელდეს ქალაქ ბორჯომში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ჩიხი) სახელდება მიმდებარედ არსებული ქუჩის ჩიხის სახელწოდებით.

2. განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ქალაქ ბორჯომში მდებარე სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტებს (ჩიხი) წარმოდგენილი №1 დანართის შესაბამისად ეწოდოს:

ა) ანდრია რაზმაძის I ჩიხი;

ბ) ანდრია რაზმაძის II ჩიხი.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.

6. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

7. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა N60).

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                 გიორგი ფერაძე