დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 30/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240010.30.056.016126 |
|
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge) 25.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010240010.30.056.016077) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო ტყის მართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;“. 2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის;“. 3. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო – სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს;“. |
| მუხლი 2 |
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული სხვა, შესაბამისი უწყებების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი უწყებების მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (მხარჯავი დაწესებულების) და მის სისტემაში მოქმედი შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგვაში არსებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება მიენიჭოთ ამ კანონის ამოქმედების შედეგად განსაზღვრულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს (მხარჯავ დაწესებულებას) და მის სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამონაცვლეს. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა უზრუნველყონ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე სათანადო ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა. |
| მუხლი 3 |
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა და მე-2 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი და მე-2 მუხლის პირველი-მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 22 ივნისიდან. |
ბათუმი, 30 აპრილი 2026 წ. N65-IIს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები