დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სენაკის მუნიციპალიტეტის, ქალაქ სენაკში უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | გ-41. 41261196 |
| დოკუმენტის მიმღები | სენაკის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.108.016034 |
|
სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქ სენაკში უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის„ე“პუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი კალადარიშვილის მოხსენებითი ბარათის 2025 წლის 2 დეკემბრის (სარეგისტრაციო №41-41253364) მომართვისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 31 მარტის №51 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, საკრებულომ მიიღოო განკარგულება:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის, ქალაქ სენაკში, უსახელო ქუჩას მიენიჭოს დემეტრე თავდადებულის I ჩიხი და დემეტრე თავდადებულის II ჩიხი. (ორთოფოტო თან ერთვის). 2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება, და გავრცელება). 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას,აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247). სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ჯუმბერი ტყებუჩავა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები