ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარიაძის III შესახვევისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის, პროფესორის გურამ თავართქილაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარიაძის III შესახვევისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის, პროფესორის გურამ თავართქილაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 198
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017062
198
27/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
000000000.00.101.017062
ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარიაძის III შესახვევისთვის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისთვის საზოგადო მოღვაწის, პროფესორის გურამ თავართქილაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №198

2026 წლის 27 აპრილი 

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარიაძის III შესახვევის და მასთან არსებული უსახელო ჩიხისათვის საზოგადო მოღვაწის, პროფესორის გურამ თავართქილაძის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარიაძის III შესახვევს და მასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის, პროფესორის გურამ თავართქილაძის ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე