ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლვოვისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლვოვისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017067
204
27/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
000000000.00.101.017067
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლვოვისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №204

2026 წლის 27 აპრილი 

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, ლვოვისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავრცელების არეალის დაზუსტების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. საბურთალოს რაიონში, ლვოვის ქუჩის დასასრულად განისაზღვროს X479845 Y4619991 გრძედისა და განედის გადაკვეთის წერტილი.

2. საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტისა და ლვოვის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი ჩამოყალიბდეს ჩიხად და მიენიჭოს ბუდაპეშტის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე