ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის ვლადიმერ ლობჟანიძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის ვლადიმერ ლობჟანიძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017063
199
27/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
000000000.00.101.017063
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის ვლადიმერ ლობჟანიძის I შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №199

 2026 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის ვლადიმერ ლობჟანიძის შესახვევის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ისნის რაიონში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს ვლადიმერ ლობჟანიძის I შესახვევის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. გაუქმდეს სოლომონ დოდაშვილის ქუჩის სახელწოდება ამ განკარგულების „1“ პუნქტის დანართში აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტის მიმდებარე არეალში.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე