ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ექიმის გასასვლელის მონაკვეთისთვის და ექიმის შესახვევისთვის სოლომონ დოდაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ექიმის გასასვლელის მონაკვეთისთვის და ექიმის შესახვევისთვის სოლომონ დოდაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 200
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/04/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.017064
200
27/04/2026
ვებგვერდი, 01/05/2026
000000000.00.101.017064
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ექიმის გასასვლელის მონაკვეთისთვის და ექიმის შესახვევისთვის სოლომონ დოდაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №200

2026 წლის  27  აპრილი 

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ექიმის გასასვლელის მონაკვეთისთვის და ექიმის შესახვევისთვის სოლომონ დოდაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ისნის რაიონში, ექიმის გასასვლელის მონაკვეთს და ექიმის შესახვევს მიენიჭოს სოლომონ დოდაშვილის I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           ზურაბ აბაშიძე