დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2026 წლის 20 მარტის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100110000.22.034.017722 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ დაკავებულის/პატიმრობაშეფარდებულის ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2026 წლის 20 მარტის №40 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 20/03/2026, 100110000.22.034.017697) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) პერიოდულად მოახსენოს უშუალო ხელმძღვანელს არსებული ვითარების შესახებ.“. 2. 25-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 29-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 291 მუხლი: „მუხლი 291 1. პენიტენციურ დაწესებულებაში ბადრაგირებისას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე პატიმრობაშეფარდებული პირის ის პირადი ნივთები, რომლებიც არ მიიღო პენიტენციურმა დაწესებულებამ, 30 კალენდარული დღის ვადით ინახება მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. აღნიშნულის შესახებ ტელეფონის საშუალებით ეცნობება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე პატიმრობაშეფარდებული პირის ახლო ნათესავს ან მის მიერ განსაზღვრულ სხვა პირს და დგება შესაბამისი ოქმი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში უფლებამოსილი პირის მიერ იმავე პუნქტით გათვალისწინებული პირადი ნივთების დაბრუნების შესახებ მოთხოვნის წარუდგენლობის შემთხვევაში აღნიშნული ნივთები ექვემდებარება განადგურებას, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები