დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/06/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/06/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.017211 |
|
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2003 წ., №23, მუხ. 15) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ინსტრუქცია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ“) მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია მისი გამოცხადება დაწესებულებაში, შემოწმება ხდება სტაციონარში ან მის საცხოვრებელ სადგომში.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-5 პუნქტები: „3. შესაბამისი წლის „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამის“ მიხედვით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის განმეორებით შემოწმებაზე უფლებამოსილ დაწესებულებას უფლება აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა განახორციელოს დისტანციურად, ამ მუხლით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა ხორციელდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, რომლებიც იძლევა ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირის ვიზუალურად აღქმის შესაძლებლობას სახელმწიფო ენაზე თარგმნილი და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი სამედიცინო და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე (უცხო ქვეყნის სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული, აგრეთვე, საქართველოში ბოლოს ჩატარებულ სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზასთან დაკავშირებული დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელსაც ექიმი-სპეციალისტი მოითხოვს ექსპერტიზის ჩატარების პროცესში. 5. თუ ექიმ-სპეციალისტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შეუძლებელია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის წინაპირობების არსებობის უტყუარად დადგენა, დაწესებულება ვალდებულია უარი განაცხადოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის განხორციელებაზე ან შეწყვიტოს ექსპერტიზის პროცესი.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები