„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1556-Vმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2026
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2026
სარეგისტრაციო კოდი 010130000.05.001.103091
1556-Vმს-XIმპ
13/05/2026
ვებგვერდი, 14/05/2026
010130000.05.001.103091
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოდან დროებით გასული საქართველოს მოქალაქე, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას, ვალდებულია სათანადო შეტყობინების/უწყების ჩაბარებისთანავე, გონივრულ ვადაში ჩამოვიდეს საქართველოში და გამოცხადდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის შექმნილი გამწვევი კომისიის სხდომაზე. პროფესიული სამხედრო მოსამსახურე პირად საქმეზე საქართველოდან მიემგზავრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ნებართვით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

13 მაისი 2026 წ.

N1556-Vმს-XIმპ