„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.110.016536
9
08/05/2026
ვებგვერდი, 13/05/2026
010250040.35.110.016536
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 8 მაისი

აბაშა

 

,,აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.110.016148)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული  რეგლამენტის:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საკრებულოს წევრის მოწმობის და სამკერდე ნიშნის ნიმუშებისა და აღწერილობის დამტკიცება.“.

2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს შენობაზე, აგრეთვე იმ ადგილზე სადაც იმართება საკრებულოს სხდომა აღმართული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშა.  საკრებულოს  შენობაში საქართველოს  სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სიმბოლოები  გამოიყენება  „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.“.

3. მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნიმუშებისა და აღწერილობის საკრებულოს  წევრის მოწმობა და სამკერდე ნიშანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია