დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410010020.10.003.025742 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის №93 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2026, 410010020.10.003.025642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1.ზოგადი დებულებები „ტექნიკური რეგლამენტი − შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებისა და ვადების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს შინაური ბინადარი ცხოველების (შემდგომში − ცხოველი) სტერილიზაციის/კასტრაციისა და მოშენების წესებსა და ვადებს.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შინაური ბინადარი ცხოველი (შემდგომში − ცხოველი) – პატრონიანი, მიკედლებული, უპატრონო, უმეთვალყურეო ძაღლი ან კატა, რომელიც გამოიყენება სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ან/და ფუნქციური დანიშნულებით;“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერმინები.“. 3. მე-4 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სანაშენე ცხოველი ექვემდებარება სტერილიზაციას/კასტრაციას.“; ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ცხოველის მეპატრონემ სტერილიზაციის/კასტრაციის ვადის დადგომამდე უნდა მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს, მონაცემთა ერთიან ბაზაში საგამოფენო ცხოველად რეგისტრაციის მიზნით. 8. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციიდან ორი წლის ვადაში მეპატრონე ვერ მოიპოვებს ცხოველების გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს, იგი ვალდებულია, საგამოფენო ცხოველის სტატუსის მოხსნისა და მონაცემთა ერთიან ბაზაში ცვლილების შესატანად მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს.“; გ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ძუ ცხოველის შეჯვარება შეიძლება წელიწადში მხოლოდ ერთხელ.“. 4. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ვეტერინარული დაწესებულების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაცემულ იქნა შესაბამისი თანხმობა სააგენტოს მიერ.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები