გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №103 გეოგრაფიული ობიექტის - სკვერის სახელდების შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №103 გეოგრაფიული ობიექტის - სკვერის სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 103
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.148.016084
103
08/05/2026
ვებგვერდი, 14/05/2026
000000000.00.148.016084
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №103 გეოგრაფიული ობიექტის - სკვერის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
გორის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №103

2026 წლის 8 მაისი

ქალაქი გორი

გეოგრაფიული ობიექტის - სკვერის სახელდების შესახებ

 საკრებულოში შემოსულია გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე ბუზალაძის ინიციატივა, ქალაქ გორში მშვიდობის გამზირ №2ა-სთან არსებულ უსახელო სკვერისთვის, რომლის საკადასტრო კოდია: 66.45.16.068, ფართობი: 942კვ.მ, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის საზოგადო მოღვაწის გიორგი მურადაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე.

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2026 წლის 31 მარტის №51 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:

1. ქალაქ გორში არსებულ უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს – სკვერს ეწოდოს გიორგი მურადაშვილის სახელი.

2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).  

     

საკრებულოს თავმჯდომარე                                                  მარლენ ნადირაძე