დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალციხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.138.016617 |
|
„ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის №2 დადგენილებაში (ვებგვერდი, 30/01/2026, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.138.016603) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის: |
1.
პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საპატიო მოქალაქის წოდება ყოველწლიურად შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს 4 (ოთხი) პირს. “. |
2.
მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 1.ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება აქვს: ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს; ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; გ) საქართველოს პარლამენტის წევრს დელეგატს. დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-იან საინიციატივო ჯგუფს.
2. ახალციხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები კანდიდატურას წერილობითი ფორმით წარუდგენენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს, ხოლო „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა/წერილი წარედგინება ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კომისიას.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები