ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საჯიქიოს უბნის 35-ე ქუჩის სახელდების თაობაზე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საჯიქიოს უბნის 35-ე ქუჩის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.107.016014
13
04/05/2026
ვებგვერდი, 15/05/2026
000000000.00.107.016014
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საჯიქიოს უბნის 35-ე ქუჩის სახელდების თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

განკარგულება №13

2026 წლის 4 მაისი

ქ. ჩხოროწყუ

 

 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საჯიქიოს უბნის 35-ე ქუჩის სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 მუხლის „ე“ქვეპუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, თემო სახურიას 2026 წლის 11 თებერვლის №111-111260422 ინიციატივის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის თანხმობის საფუძველზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საჯიქიოს უბნის 35-ე ქუჩას მიენიჭოს ,,გენო ჯიქიას“ სახელი (ორთოფოტო თან ერთვის).

2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).

3. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. №12).

 საკრებულოს თავმჯდომარე   ჯანო პერტაია