„საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 203
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.025752
203
19/05/2026
ვებგვერდი, 20/05/2026
010220020.10.003.025752
„საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №203

2026 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №259 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ნარჩენების მართვის კოდექსის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, „საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9      ივნისის №259 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2016, 010220020.10.003.019324) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 21 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 21. დადგენილების დანართი „ბ“ – „საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხით“ განსაზღვრული კოდების: A2030 − კატალიზატორის ნარჩენები, გარდა ჩამონათვალ B-ში მოცემული ნარჩენებისა; B1130 − კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები; 16 08 01 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას (გარდა 16 08 07) და 16 08 07* − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით,   მოქმედება შეჩერდეს 2029 წლის 1 მაისამდე.“.

მუხლი 2
დადგენილების დანართი „ბ“ – „საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხით“ განსაზღვრული კოდების: A2030 − კატალიზატორის ნარჩენები, გარდა ჩამონათვალ B-ში მოცემული ნარჩენებისა; B1130 − კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები; 16 08 01 − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას (გარდა 16 08 07) და 16 08 07* − გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით, დროებითი შენახვის ვადა განისაზღვროს 2029 წლის 1 მაისამდე, იმ პირობით, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე