დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 209 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.10.003.025758 |
|
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის №640 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 280120000.10.003.025534) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის („სოციალური რეაბილიტაციის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამა“):
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები) პროგრამით, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 38 000 000 ლარს, გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
2. №1.2 დანართის („დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“): ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) პერსონალური ამწით უზრუნველყოფის კომპონენტი (დანართი 1.2.8).“; ბ) მე-3 მუხლის პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში (გარდა 1.2.6.1 დანართისა), ასევე წინა წლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული, აგრეთვე, დონორული ან სხვა წყაროებიდან მიღებული დამხმარე საშუალებების მოსარგებლეებისათვის განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით, ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ზრუნვის სააგენტოში იქმნება სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისია განიხილავს ამ დანართის მე-2 მუხლით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით (გარდა 1.2.6.1 დანართისა) დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. 1.2.1, 1.2.3 (გარდა ორთეზისა), 1.2.4 და 1.2.8 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების განხილვა განხორციელდება წინა წლების „სოციალური რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მიღებული ანალოგიური დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდგომ, ხოლო 1.2.5, 1.2.6 და 1.2.7 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მოთხოვნის შემთხვევაში – დამხმარე საშუალების მოსარგებლეზე გაცემიდან სამი წლის გასვლის შემდგომ.“; გ) დანართ №1.2.1-ის („ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 000 000 ლარით.“; დ) დანართ №1.2.3-ის („საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 800 000 ლარით.“; ე) დანართ №1.2.4-ის („სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი“) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 565 000 ლარით.“. 3. №1.2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №1.2.8 („პერსონალური ამწით უზრუნველყოფის კომპონენტი“) და დანართი №1.2.8.1 („პერსონალური ამწით უზრუნველყოფის კომპონენტის“ სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო დიაგნოზ(ებ)ის კოდები სამედიცინო კლასიფიკატორის (ICD10) მიხედვით“): „დანართი №1.2.8 პერსონალური ამწით უზრუნველყოფის კომპონენტიმუხლი 1. კომპონენტის ამოცანა კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა, დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის გაზრდა, მოვლის პროცესის მხარდაჭერა. მუხლი 2. კომპონენტის ღონისძიებები 1. კომპონენტის ფარგლებში: ა) მიმწოდებელი უზრუნველყოფს პერსონალური ამწის ადგილზე ტრანსპორტირებასა და, კონკრეტული მოსარგებლის საჭიროებების (მოსარგებლის ფიზიკური მდგომარეობა, გარემოსთან შესაბამისობა და სხვ.) გათვალისწინებით, მის ინდივიდუალურ რეგულირებას, მათ შორის, მოწყობილობის აწყობას/დამონტაჟებას, უსაფრთხოების შემოწმებასა და პირველად ტესტირებას; ბ) მოსარგებლეს/მოსარგებლის მოვლაში ჩართულ პირს მიეწოდება პერსონალური ამწის გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო მომსახურება, რაც ითვალისწინებს უსაფრთხოების წესების გაცნობას, გაუთვალისწინებელი შემთხვევების მართვის სწავლებასა და პერსონალური ამწის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას; გ) მიმწოდებლის მიერ უზრუნველყოფილია პერსონალური ამწის საგარანტიო მომსახურება. 2. კომპონენტის ფარგლებში, ერთ პირზე გაიცემა მხოლოდ ერთი პერსონალური ამწე ამ კომპონენტით გათვალისწინებული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე. 3. პერსონალური ამწის მახასიათებლები: ა) მოწყობილობა უნდა უზრუნველყოფდეს არაუმეტეს 150 კგ ამწეობას; ბ) ამწეს უნდა ჰქონდეს დატენვადი აკუმულატორი (60-ამდე აწევა ერთ სრულ დატენვაზე), ძრავი − DC 24V 8000N; გ) ამწეს უნდა ჰქონდეს აწევის ფართო დიაპაზონი, რომელიც უზრუნველყოფს მოსარგებლის უსაფრთხო მობილობას სხვადასხვა სიმაღლეზე; დ) ამწე უნდა იყოს მეტალისგან დამზადებული მობილური, ბორბლებიანი ბაზით, რეგულირებადი სიგანით, რაც უზრუნველყოფს მის ადაპტაციას სხვადასხვა სივრცეში; ე) მოწყობილობის ბორბლები (მინიმუმ ორი ბორბალი) აღჭურვილი უნდა იყოს მუხრუჭის (ბლოკირების) ფუნქციით დამატებითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 4. საგარანტიო მომსახურება: ა) გაცემული პერსონალური ამწის საგარანტიო მომსახურება შეადგენს 36 თვეს; ბ) საგარანტიო მომსახურების ფარგლებში მიმწოდებელი უზრუნველყოფს პერსონალური ამწის ტექნიკურ მომსახურებას არანაკლებ წელიწადში ერთხელ, რაც მოიცავს ამწის კონსტრუქციული ელემენტების, სამაგრი სისტემებისა და დამხმარე კომპონენტების შემოწმებას, მათ შორის, ბორბლების, მუხრუჭების, საკისრებისა და სამაგრების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებასა და, საჭიროების შემთხვევაში, მათ გამართვას ან ჩანაცვლებას, აგრეთვე აკუმულატორისა და მართვის პულტის გამართულობის შემოწმებას, უსაფრთხოების მექანიზმების კონტროლს; გ) საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული პერსონალური ამწის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული მოსარგებლის მიზეზით), თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება, საგარანტიო მომსახურების მოთხოვნიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ხორციელდება მისი უფასო შეცვლა. მუხლი 3. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან შშმ პირები, მათ შორის, შშმ ბავშვები 3 წლის ასაკიდან, რომელთაც გამოხატული აქვთ მინიმუმ სამი კიდურის მნიშვნელოვნად გამოხატული ფუნქციური უკმარისობა/მდგომარეობა და სამედიცინო კლასიფიკატორით (ICD10) დადგენილი დიაგნოზ(ებ)ი შეესაბამება N1.2.8.1 დანართით განსაზღვრულ დიაგნოზ(ებ)ს. მუხლი 4. კომპონენტში მოსარგებლის ჩართვის პროცედურა კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ დანართის მე-3 მუხლით განსაზღვრული პირი, მისი კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ან ოჯახის წევრი (სრულწლოვანი პირის მშობელი, მეუღლე, შვილი, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით) განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც შშმ პირს არ ჰყავს ოჯახის წევრი, ზრუნვის სააგენტოში განცხადება შეიძლება, წარადგინოს სხვა პირმაც. განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი − ფორმა №IV − 50/4 (ასლი) ან „შემოწმებულ პირზე გასაცემი სსე შემოწმების აქტის ამონაწერი“, რომელსაც ზრუნვის სააგენტო გადაამოწმებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 31 იანვრის №7/ნ ბრძანებით დამტკიცებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში; გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV-100/ა, რომელშიც მითითებული იქნება №1.2.8.1 დანართით განსაზღვრული დიაგნოზ(ებ)ი, მინიმუმ სამი კიდურის მნიშვნელოვნად გამოხატული ფუნქციური უკმარისობა/მდგომარეობა და მითითებულია ამ კომპონენტით გათვალისწინებული პერსონალური ამწის საჭიროება; დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი ან მინდობით აღმზრდელია, განცხადებას თან უნდა ერთოდეს: დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი; დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი. მუხლი 5. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება 1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 000 000 ლარით. 2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისთვის. 3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – პერსონალური ამწის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით) წარდგენილი ვაუჩერი, რომლიც ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება. 4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობაა მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით. 5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი შეადგენს არაუმეტეს 2000 ლარს. 6. პერსონალური ამწის საჭიროების მქონე მოსარგებლეები ფინანსდებიან სრულად, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით. 7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას. მუხლი 6. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის შესავალი ნაწილის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი. დანართი №1.2.8.1 „პერსონალური ამწით უზრუნველყოფის კომპონენტის“ სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო დიაგნოზ(ებ)ის კოდები სამედიცინო კლასიფიკატორის (ICD10) მიხედვითG12 სპინური კუნთოვანი ატროფია და მასთან დაკავშირებული სინდრომები; G12.0 ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის); G12.2 მოტორული ნეირონის ავადმყოფობა; G35 გაფანტული სკლეროზი; G61.0 გიიენ-ბარეს სინდრომი; G71.0 კუნთოვანი დისტროფია; G80 ბავშვთა ცერებრული დამბლა; G80.0 სპასტიური ცერებრული დამბლა; G80.1 სპასტიური დიპლეგია; G80.3 დისკინეზიური ცერებრული დამბლა; G80.8 ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები; G82 პარაპლეგია და ტეტრაპლეგია; G82.3 დუნე ტეტრაპლეგია; G82.4 სპასტიური ტეტრაპლეგია; G82.5 ტეტრაპლეგია, დაუზუსტებელი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები