„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017726
69
20/05/2026
ვებგვერდი, 21/05/2026
140130000.22.034.017726
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №69

2026 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 211 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში დასაჯავშნი ადგილების მძღოლობის კანდიდატებს შორის შესაძლო თანაბარი გადანაწილების პირობების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია/ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლობის კანდიდატთა ბაზის ანალიზს და აღნიშნული მიზნის შესაბამისი, სააგენტოს მიერ შემუშავებული პრიორიტეტების (მაგ.: პირველადი გასვლა, ნაკლები გასვლა, რიგში დაჯავშნის მოლოდინის დიდი პერიოდი და ა.შ.) საფუძველზე რიგში ადგილების დაჯავშნის სისტემის მართვას.“.

2. 28- მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს 30 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული 30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 25 ქულა;“.

3. 384 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. მძღოლობის კანდიდატის მიერ ამ წესის 387 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნ(ებ)ის შეუსრულებლობის/არასათანადო შესრულების ან შესაბამისი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, რაც ქმნის ან შეიძლება შექმნას ამ მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებული შეცდომის დაფიქსირების საფუძველი, მძღოლობის კანდიდატს გამომცდელის მიერ მიეცემა გონივრული დრო შესაბამისი უნარ-ჩვევის განმეორებით გამოვლენის/შესაბამისი შეცდომის აღმოფხვრის შესაძლებლობა. აღნიშნული მიზნით, გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატს მიეცემა შესაბამისი მითითება (მაგ.: „გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“). გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატს მითითება მიეცემა თავისუფალი თხრობით, თუმცა მითითება შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მძღოლობის კანდიდატის მიერ შესაბამისი უნარ-ჩვევის გამოვლენის შესაძლებლობის განმეორებით მიცემის მიზანს. ამასთან, გამომცდელი უფლებამოსილია გააჩეროს საგამოცდო ავტომობილი ან მძღოლობის კანდიდატს მისცეს საგამოცდო ავტომობილის გაჩერების მითითება.

62. ამ წესის 388 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“-„ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „ა.ა“-„ა.ე“, „ა.ზ“, „ა.თ“, „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შეცდომები შეიძლება დაფიქსირდეს შესაბამისი უნარ-ჩვევის ამ მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი მითითების მიცემის შემდეგ  ვერგამოვლენის შემთხვევაში.“.

4. 386 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ბ) 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომა;“.

5. №5 დანართის ქ. გორის №1, №2, №3, №4 და ქ. ბათუმის №1 საგამოცდო მარშრუტები ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 15 ივნისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისულხან თამაზაშვილი