დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 3 აპრილის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 118 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.63.075.016222 |
|
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 3 აპრილის №49 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 3 აპრილის №49 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 06.04.2020 წ., სარეგისტრაციო კოდი: 480610000.63.075.016124) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გაგზავნის მიზნით მოთხოვნისა და მასზე პასუხის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირები არიან სამსახურის უფროსი ან უფროსის მოადგილე, ან საჭიროებიდან გამომდინარე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან მეკავშირე ოფიცერი, უსაფრთხოების ატაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან კანონმდებლობის ფარგლებში სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელი, მისი მოვალეობის შემსრულებელი.“. 2. მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე ან სპონტანური თანამშრომლობის ფარგლებში სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებისას საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურისთვის სამსახურში არსებული ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან შეთანხმებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მიერ უნდა გადამოწმდეს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, მათ შორის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში (დეპარტამენტი), ანტიკორუფციულ სააგენტოში (დეპარტამენტი), სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ან სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთან.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 9 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები