დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1583-Vმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.05.001.103097 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20(27), 1999 წელი, მუხ. 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ან სხვა თვითმმართველ ქალაქში, შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს ნორმატიული აქტით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით შეიძლება შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს ნორმატიული აქტით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად.“. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი: „მუხლი 112. თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლი თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის კონტროლს ახორციელებს თვითმმართველი ქალაქის მერი, რომელიც სარგებლობს ყველა უფლებით, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.“. 4. მე-19 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ან სხვა თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიმართ გამოიყენება ამ კანონის ნორმები, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ან სპეციალური კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 27 მაისი 2026 წ. N1583-Vმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები