„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 17 თებერვლის № 11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 25/05/2026
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2026
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016103
96
25/05/2026
ვებგვერდი, 28/05/2026
290160000.60.072.016103
„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 17 თებერვლის № 11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
 
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №96

2026 წლის 25 მაისი

ქ. თბილისი

„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 17 თებერვლის № 11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „წ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 17 თებერვლის №11 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე – (www.matsne.gov.ge, 18.02.2016, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016019) დამტკიცებულ დანართ №2-ში „ინფორმაცია სადაზღვევო პოლისების შესახებ“ (შემდგომ – დანართი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

დანართის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სიცოცხლის დაზღვევის განხორციელებისას დამატებით აღრიცხული უნდა იქნეს:

ა) დაზღვეულის დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, სამუშაო ადგილი, ასევე ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ამ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);

ბ) დამზღვევზე გაცემული სესხები;

გ) დამზღვევის მონაწილეობა საინვესტიციო მოგებაში.

4. მზღვეველის მიერ ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში, აღრიცხვას დაქვემდებარებული მონაცემები განისაზღვრება ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი