დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430010000.22.022.018849 |
|
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 იანვრის №3 დადგენილების შესაბამისად ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლის 53-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 54-ე-67-ე პუნქტები:
„54. 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტი უფლებამოსილია 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომ – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის. 55. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა ჩააბაროს ერთიანი ეროვნული გამოცდა ზოგად უნარებში ტესტირების გზით. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ზოგადი უნარების გამოცდის ტესტი შედგება სამი ნაწილისგან: ა) წაკითხულის გააზრება; ბ) ლოგიკური მსჯელობა; გ) რაოდენობრივი მსჯელობა. 56. ცენტრი განსაზღვრავს ამ მუხლის 55-ე პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდის ტესტის მაქსიმალურ ქულასა და საგამოცდო დროს. 57. სტუდენტი ამ მუხლის 55-ე პუნქტით განსაზღვრულ გამოცდას აბარებს ქართულ ენაზე. 58. ამ მუხლის 55-ე პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია, ტესტირება, ტესტირების შედეგების გასაჩივრება ხორციელდება დებულებით დადგენილი წესით. 59. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გრანტს/გრანტის გაზრდილ ოდენობას მოიპოვებს სტუდენტი, რომელიც ზოგადი უნარების გამოცდაში მოპოვებული აბსოლუტური ქულის მიხედვით აბსოლუტური ქულებით რანჟირების დოკუმენტში მეტ ქულას მიიღებს. 60. ამ მუხლის 59-ე პუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური ქულების მთელ რიცხვამდე დაყვანის მიზნით აბსოლუტური ქულები ცენტრის მიერ შესაძლებელია გამრავლდეს ერთსა და იმავე რიცხვზე. 61. გრანტის ნაწილობრივი ოდენობის მფლობელ სტუდენტს, რომელიც ამ მუხლის 54-ე პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგად მოიპოვებს ადრე მოპოვებული გრანტის ნაწილობრივ ოდენობაზე მეტი ოდენობის გრანტს, შეევსება მოპოვებული გრანტის შესაბამისად გრანტის ოდენობა. სტუდენტი კარგავს ადრე მოპოვებული გრანტის ოდენობის მიღების უფლებას. 62. სტუდენტი, რომელსაც წინა წლებში მოპოვებული აქვს გრანტი აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაგრამ არ გამოუყენებია აღნიშნული გრანტი და სურს მონაწილეობის მიღება სტუდენტთა საგრანტო კონკურსში, აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ დადასტურდება, რომ სტუდენტს არ გამოუყენებია წინა წლებში მოპოვებული გრანტი. 63. ცენტრი შეიმუშავებს და ამტკიცებს საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში აბსოლუტური ქულებით სტუდენტთა რანჟირების დოკუმენტს იმ სტუდენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომელთაც მოიპოვეს გრანტი აკადემიური პროგრამის დასაფინანსებლად. 64. ამ მუხლის 63-ე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის შემუშავების დროს ცენტრი ეყრდნობა სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში მოთხოვნილი ფორმით ცენტრს აწვდის: ა) სტუდენტების თაობაზე შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) მოპოვებული ან/და გამოყენებული ჰქონდა/აქვს თუ არა სტუდენტს სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან სხვა სახელმწიფო დაფინანსება აკადემიურ ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე; ა.ბ) მიღებული/გაუმჯობესებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის პროცენტული ოდენობა; ა.გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რომელ საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე აქვს პირს სტუდენტის სტატუსი; ბ) საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის თაობაზე ინფორმაციას; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისა და სტუდენტის სტატუსის თაობაზე ინფორმაციას; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის ოდენობის თაობაზე ინფორმაციას. 65. ამ მუხლის 63-ე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ცენტრის მიერ შემუშავდება 2 ეგზემპლარად. თითოეული ეგზემპლარი დამოწმებულია ცენტრის ბეჭდით და ცენტრის დირექტორის ხელმოწერით. 66. ცენტრი უზრუნველყოფს ამ მუხლის 63-ე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარის მიწოდებას: ა) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისათვის. 67. აბსოლუტური ქულით რანჟირების დოკუმენტები დაუყოვნებლივ ქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები