ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე

ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/05/2026
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016793
7
28/05/2026
ვებგვერდი, 01/06/2026
010250050.35.122.016793
ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2026 წლის 28 მაისი

ქ. წყალტუბო

 

ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საგზაო მოძრაობის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დადგენილებით დამტკიცებული საგზაო მოძრაობის წესების ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების (საგზაო ნიშნების განთავსება და ა.შ.) გატარება.
მუხლი 3
ავტოსატრანსპორტო საშუა­ლე­ბების მძღოლები ვალდებული არიან დაიცვან ამ დადგენილებით განსაზღვ­რული მოძრაობის ორგანიზების წესები, ხოლო ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს საქართ­ვე­ლოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ გათ­ვა­ლის­წინებული სანქციების დაკისრებას.
მუხლი 4
სატრანსპორტო საშუალებების საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის მოქმედება არ გავრცელდეს საგზაო მოძრაობის ამკრძალავი ნიშნის არეალში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებზე.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიკობა გურეშიძე



დანართი

 

ქალაქ წყალტუბოს ადმინისტრაციულ ერთეულში საგზაო მოძრაობის ორგანიზების წესები

1. დამონტაჟდეს ამკრძალავი ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია“ (3.1)  ქალაქ წყალტუბოში,  ცენტრალური პარკის შესასვლელებში, იუსტიციის სახლის, ლიბერთი ბანკის, მაღაზია „წიწვების“, სანატორიუმ „რკინიგზელის“ მხრიდან, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წინ, ე.წ.  ევროპის ხიდზე, 26 მაისის ქუჩაზე, „ცივი ტბის“ მარჯვენა და მარცხენა შესასვლელებში,  გ. ტაბიძისა და 9 აპრილის ქუჩების გზაჯვარედინზე დ. აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში,  საგანგებო სიტუაციების სამსახურის წყალტუბოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიმართულებით.

2. დამონტაჟდეს ამკრძალავი ნიშანი ,,გაჩერება აკრძალულია“ (3.27)   ქალაქ წყალტუბოში, ბაზრის ტერიტორიის მიმდებარედ, ა. წერეთლის ქუჩაზე.

3. დამონტაჟდეს ამკრძალავი ნიშანი ,,დგომა აკრძალულია“ (3.28)   ქალაქ წყალტუბოში, მამუკა სამაკაშვილის სახელობის მე-2 საჯარო სკოლასთან, გ. ტაბიძის ქუჩაზე ორივე მხარეს (ნიშნების მოქმედების არეალი 400 მ.) „ცივი ტბის“ მიმდებარედ (ავტოსადგომის მხარეს) ცენტრალური პარკის შესასვლელში რკინიგზის გადასასვლელის მხრიდან.

4. დამონტაჟდეს ამკრძალავი ნიშანი ,,სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია“ (3.4)  – ქალაქ წყალტუბოში,  მ. სამაკაშვილისა  და  შ.  რუსთაველის ქუჩების შეერთებაზე, გ. ტაბიძისა და 9 აპრილის ქუჩების გზაჯვარედინზე და დ.აღმაშენებლისა და თამარ მეფის ქუჩების გადაკვეთაზე.