დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| Silk Road Holdings B.V. - ის განცხადება სატენდერო წინადადების ცვლილების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | SILK ROAD HOLDINGS B.V. |
| მიღების თარიღი | 27/05/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება სატენდერო წინადადების ცვლილების შესახებ
2026 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
30.01.2026 გამოცხადებულ იქნა სს „თელასის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 202052580, მარეგისტრირებელი ორგანო: დიდუბის რაიონული სასამართლო 1995 წლის 14 მაისი, იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. 3, შემდგომ – საზოგადოება) ჩვეულებრივი აქციების შეძენის შესახებ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 55.3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-15 მუხლის შესაბამისად. სატენდერო წინადადება გულისხმობს Silk Road Holdings B.V. LLC (საიდენტიფიკაციო ნომერი: 33303554, მარეგისტრირებელი ორგანო: ნიდერლანდის სავაჭრო პალატა, იურიდიული მისამართი: სტრავინსკის ქ. 655, 1077XX ამსტერდამი, ნიდერლანდი, შემდგომ „ოფერენტად“ წოდებული) მიერ საზოგადოების ჩვეულებრივი აქციების საერთო რაოდენობიდან 112 429 418 საზოგადოების 27 985 461 ჩვეულებრივი აქციის შეძენას (კერძოდ, ჩვეულებრივი აქციების 24,892%-ის შეძენა).
გამოსყიდვის პირობები და წესი
1. ოფერენტი (Silk Road Holdings B.V. LLC ) ფლობს საზოგადოების 84 443 957 (ოთხმოცდაოთხი მილიონ ოთხას ორმოცდასამი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი) ჩვეულებრივ აქციას (რაც განთავსებული აქციების საერთო რიცხვის 75,108% შეადგენს) და სურს გამოისყიდოს ყველა 27 985 461 (ოცდაშვიდი მილიონ ცხრაას ოთხმოცდახუთი ათას ოთხას სამოცდაერთი) საზოგადოების დარჩენილი განთავსებული აქცია, რაც შეადგენს საზოგადოების განთავსებული ჩვეულებრივი აქციის საერთო რიცხვის 24,892%-ის.
2. სატენდერო წინადადება, ასევე მისი ცვლილებები გამოქვეყნებულ იქნა 2026 წლის 30 იანვარს და 2026 წლის 31 მარტს საიტზე: https://www.telasi.ge და სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ საიტზე (https://matsne.gov.ge/ru), ასევე გაგზავნილ იქნა სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარისთვის“.
3. წინამდებარე განცხადებით ცვლილებები შედის საზოგადოების ერთი ჩვეულებრივი აქვიის გამოსყიდვის ფასში. წინამდებარე განცხადების თანახმად, ერთი ჩვეულებრივი აქციის ფასი შეადგენს 1,88 (ერთი მთელი და 88 მეასედი) ლარს. გამოსყიდვის ფასი განსაზღვრულ იქნა აუდიტორული კომპანიის შპს „KPMG Georgia“ მიერ (სარეგისტრაციო ნომერი 404437695) და არ არის იმ მაქსიმალურ ფასზე ნაკლები, რომლის მიხედვითაც ოფერენტმა ბოლო 6 თვის მანძილზე შეიძინა საზოგადოების ჩვეულებრივი აქციები.
4. ასევე წინამდებარე განცხადებით ცვლილებები შედის სატენდერო წინადადების ჩატარების ვადებში. წინამდებარე განცხადების თანახმად სატენდერო წინადადება მოქმედებს 2026 წლის 30 იანვრის 12:00 სთ-დან 2026 წლის 31 ივლისის 18:00 სთ-მდე. საზოგადოების აქციონერთა წერილობითი განცხადებები (წერილები-აქცეპტები) წინადადებაში მითითებული პირობებით აქციების გასხვისების შესახებ მიღებულ იქნება ამ ვადაში.
5. განცხადებები განხილული იქნება 5 სამუშაო დღის განმავლობაში, 2026 წლის 3 აგვისტოდან 2026 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით, გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნება იგივე ვადაში.
6. საზოგადოების იმ განთავსებული ჩვეულებრივი აქციების 24,892% სრულ გაყიდვაზე თანხმობის შემთხვევაში, რომლებიც ამჟამად შეადგენს 27 985 461 (ოცდაშვიდი მილიონი ცხრაას ოთხმოცდახუთი ათას ოთხას სამოცდაერთი) აქციას, ოფერენტი გამოისყიდის ყველა აქციას. ოფერენტი გამოისყიდის სატენდერო წინადადების ფარგლებში აქციათა გასაყიდად შემოთავაზებულ რაოდენობას.
7. ოფერენტი გამოისყიდის აქციებს იმ პირობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ოფერტის მოქმედების ვადაში საზოგადოების აქციონერისგან მიიღებს წერილობით აქცეპტს (სატენდერო წინადადების მიღების შესახებ წერილს) წინამდებარე განცხადებაში მითითებულ მისამართზე.
8. სატენდერო წინადადების რომელიმე პირობის ცვლილების შემთხვევაში, წინადადების შესახებ განცხადების განახლებული ვერსია მომზადებული და გავრცელებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.
9. შეძენა განხორციელდება სატენდერო წინადადების ვადის და გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, კერძოდ, 2026 წლის 21 აგვისტოს ჩათვლით.
10. ოფერენტი იტოვებს უფლებას, სატენდერო წინადადების გამოქვეყნების ან სატენდერო წინადადების ვადის ამოწურვის შემდეგ გააუქმოს წინადადება საზოგადოების განთავსებული ჩვეულებრივი აქციების გამოსყიდვის შესახებ. ამ უფლების გამოყენებისას ოფერენტი საზოგადოების ყველა ანგარიშის მფლობელს (აქციონერები, რომლებიც ფლობენ ანგარიშს „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) აცნობებს გაუქმების თაობაზე იგივე წესით, რომელიც გამოყენებულ იქნა სატენდერო წინადადების შესახებ ამ განცხადების გავრცელებისას.
11. მათ საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვის შესახებ საზოგადოების აქციონერთა წერილობითი განცხადებები (წერილი-აქცეპტები) შეტანილი უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. 3, საკონტაქტო ნომერი: +995 32 277 99 99 (შიდა – 7768), ana.gogava@telasi.ge.
12. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ 151 მუხლის შესაბამისად, შესასყიდი აქციების გამოსყიდვის ფასის შეფასების შესახებ ანგარიშის გასაცნობად აქციონერებს შეუძლიათ მიმართონ წინა პუნქტში მითითებულ მისამართზე.
ხელმოწერილია Silk Road Holdings B.V.-ის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელით
ნატალია ბოსიაგინა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები