შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 06/2-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 22/05/2026
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2026
სარეგისტრაციო კოდი
06/2-რ
22/05/2026
ვებგვერდი, 28/05/2026
შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“-ს სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
საჯარო სამართლის იურიდიული პირის 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/2-რ

2026 წლის 22 მაისი

შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 21–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, „სსიპ  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნისა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ” 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე–4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის  გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე წესის მე-7 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400359063) რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012067.

2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში  „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერს“.

3. შპს „გრინ ლაინ კავკასია სადაზღვევო ბროკერის“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                დავით ონოფრიშვილ